თბილისი (GBC) – თიბისი ბანკმა 10 თვე 841.7 მლნ ლარის მოგებით დაასრულა (10m/2021 - 787,4 მლნ;  +7.4 (Y.Y)

მომგებიან ბანკებში (11) 46.7%-იანი წილით  №1-ია. 4.436 მლრდ-ის საზედამხედველო კაპიტალით (10m/2021 - 3,757 მლრდ) ბაზარზე  ლიდერ პოზიციას იკავებს.

სისტემურობის ბუფერით, რომელიც 2.5% აქვს განსაზღვრული, მეტი კაპიტალი მოეთხოვება და  მომავალი წლიდან შესაძლოა 3%-ით მოუწიოს, თუ დეპოზიტებით, მისი საბაზრო წილი 40%-ს  გადააჭარბებს. ამ დროისთვის 39%-ია.

წილთან პროპორციულობის კოეფიციენტის შემოღებას, სებ-ის პრეზიდენტის ბრძანებულების პროექტით ითვალისწინებს. სისტემურ ბანკს +0.5% დეპოზიტების მაღალი დოლარიზაციისთვის დაეკისრება.