თბილისი (GBC) – საქართველოს პარლამენტის საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე დეპუტატის მანდატს ტოვებს. უფლებამოსილების შეწყვეტაზე განცხადება კომიტეტის თავმჯდომარემ უკვე დაწერა.

კოვზანაძის განცხადებას საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი განიხილავს.

კოვზანაძის გარდა, გავრცელებული ინფორმაციით, პარლამენტიდან წასვლას აპირებენ „ქართული ოცნების“ წევრები დავით სერგეენკო და ვლადიმერ ჩაჩიბაია.