თბილისი (GBC) - ჩემთვის ეს არის უცხოელი აგენტის მიერ მორიგი დავალების შესრულება, - პრემიერის თქმით, ალიანსის სახელით ევროკავშირის გაფართოების სამიტის მონაწილე, ზურა (გირჩი) ჯაფარიძე გლობალური კამპანიის მონაწილეა, 

"გლობალურად კეთდება ყველაფერი იმისთვის, რომ წახალისდეს ნარკომანია",- თქვა მან.

კობახიძის თქმით, საქართველოში ამით განსაკუთრებულად არის დაკავებული ეს კონკრეტული უცხოელი აგენტი, რომელსაც ავალებენ ნარკოტიკების მოხმარების წახალისებას.

ევროკავშირის გაფართოების სამიტზე ვართ ალიანსის სახელით
რამდენიმე keynote გამოსვლა იყო - ევრკომისიის პრეზიდენტის, გაფართოების კომისრის, ფინეთის პრეზიდენტის
ძირითადი გზავნილები:
- ევროკავშირის გაფართოება მხოლოდ მაშინ დასრულდება როცა მთელი ევროპა იქნება ამ გაერთიანების ნაწილი ამა თუ იმ ფორმით
- გაფართოება არ არის უბრალოდ გეოგრაფიული მოვლენა, ესაა სტრატეგიული ნაბიჯი, რომელიც ევროკავშირს ღირებულებებისა და ძალის პროეცირების მეტ შესაძლებლობას მისცემს
- ევროკავშირში გაწევრიანება აღარ იქნება ერთი აქტი, არამედ იქნება გრადუალური პროცესი, რომელიც კანდიდატ ქვეყნებს საშუალებას მისცემს სარგებელი გზადაგზა მიიღონ, რეფორმების გატარების პარალელურად
- ევროპის გრძელვადიანი უსაფრთხოება ვერ იქნება უზრუნველყოფილი უკრაინის გამარჯვების და წესებზე დამყარებული საერთაშორისო წესრიგის უზრუნველყოფის გარეშე
საქართველო არ ყოფილა ნახსენები არცერთხელ
პირად საუბრებში ჩვენ მხოლოდ ერთი გზავნილი გვაქვს
დაპოსტა სოცქსელში ზურაბ ჯაფარიძემ