თბილისი (GBC) - მთავრობის ადმინისტრაცია მინსკის შეხვედრაზე  ზურაბაშვილი-გაკლუზინის შეხვედრის თაობაზე აცხადებს.

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა გიორგი ზურაბაშვილმა 19 ნოემბერს პირველი შეხვედრა გამართა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინთან.

ადმინისტრაციის ცნობით, მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული ურთიერთობების აქტუალურ საკითხებზე. განიხილეს გამოწვევები და მიაღწიეს რიგ შეთანხმებებს.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს რეგიონის უსაფრთხოების საკითხები. ყურადღება დაეთმო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობას, როგორც რუსეთსა და საქართველოს შორის არსებული გადაუჭრელი საკითხების მოგვარების, ასევე უსაფრთხოებასთან დაკავშირებული და ჰუმანიტარული საკითხების განხილვის უმთავრეს ფორმატს.მხარეები აღნიშნულ ფორმატში შეხვედრების გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

დიპლომატები I შეხვედრის შეფასებისას პროგნოზებს ერიდებიან. ჟენევის პროცესის გადატანის საფრთხეს  ხედავენ. მანდატის შეცვლაც აეჭვებთ

დიპლომატმა ვალერი ჩეჩელაშვილმა "ფორმულაზე" ეჭვი გამოთქვა რომ სადღაც, რაღაც მოლაპარაკება შედგა. სხვა შემთხვევაში მანდატი არ შეიცვლებოდა, რადგან  სტანდარტულად ცალმხრივად ასე არ ხდება და საკითხებს (სავაჭრო,კულტურულ,სატრანსპორტო, სავიზო ურთიერთობები) ახალი, კონფლიქტის დარეგულირების ელემენტი არ დაემატებოდა. 

პრაღიდან მინსკში გადანაცვლებაც ეჭვს იწვევს. ჩეჩელაშვილი კითხვას სვამს რა არგუმენტით დაარწმუნა ქართული მხარე რუსულმა და რატომ "აირჩია" საქართველომ იმთავითვე წამგებიანი პოზიცია.

აღნიშნა, რომ ამ მოლაპარაკებაში საქართველოს სერიოზული კოზირები არ აქვს. რუსეთმა კი საგარეო პოლიტიკური თვალსაზრისით ყველა პრიორიტეტი გაიტანა -  3 ძირითად საკითხი: 1) 2008 წლის რუსეთის თავდასხმაში საქართველო წარმოედგინა მაპროვოცირებლად, 2/3) ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის შეფერხება. სანაცვლოდაც არაფერი მივიღეთ. მ.შ. აფხაზეთთან მიმართებით. 

დიპლომატები შეშობენ მთავრობას ჟენევის პროცესის გადატანაც არ ჰქონდეს განზრახული, რაც იქნება ტრაგედია და უხეში დიპლომატიური შეცდომა.