თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის თებერვალში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, 1%-ით შემცირდა.

12–თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე:

სამთო-მოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება: ფასები შემცირებულია 13.4 %-ით.

დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 0.4 %-ით.

ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და კონდიცირებული ჰაერი: ფასები შემცირდა 1.9 %-ით.

წყალმომარაგება, კანალიზაცია, მომსახურება ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით: ფასები შემცირდა 6.4 %-ით.

ადგილობრივი ბაზრისთვის წარმოებული სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 7.1%-ით გაიზარდა.

ექსპორტის ფასების ინდექსი წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 15.3 %-ით შემცირდა.

 

იმპორტის ფასების ინდექსი წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ფასები შემცირდა 6.3%-ით.

მწარმოებელთა ფასების ინდექსი სატრანსპორტო და სასაწყობო მომსახურებაზე, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ინდექსი გაიზარდა 0.7 %-ით.

სატელეკომუნიკაციო მომსახურების მწარმოებელთა ფასების ჯამური ინდექსი წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით გაიზარდა 2.3%-ით.