თბილისი (GBC) - აღსრულების ბიუროს, ზუგდიდში არსებული 400,000 ლარად შეფასებული არასასოფლო მიწა და მასზე არსებული სახლი, აუქციონზე 200,000 ლარად გამოაქვს.

აუქციონი 22 სექტემბერს სრულდება და მოცემულ მომენტში კანდიდატი არ ჰყავს.

სარეალიზაციო ობიექტი წარმოადგენს არასასოფლო- სამეურნეო, სწორი რელიეფის მქონე მიწის ნაკვეთს, რომელსაც აქვს ეზოში შემოსასვლელი რკინის ჭიშკარი. მიწის ნაკვეთზე დგას ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი, ასევე დგას სამსართულიანი ნაგებობა, რომელიც არ არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, შენობას სავარაუდოდ აქვს კომერციული დანიშნულება. 

საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით, სარეალიზაციო ქონების მახასიათებელია:
ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება
ნაკვეთის დანიშნულება: არასასოფლო სამეურნეო
დაზუსტებული ფართობი: 988.00 კვ.მ.
შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: N1 - განაშენიანების
ფართი 128.96 კვ.მ, (საცხოვრებელი ფართი 128.58 კვ.მ,
აივნები და ტერასები 27.83 კვ.მ, დამხმარე ფართი 15.5 კვ.მ).

ს/კ:43.31.55.125.