თბილისი (GBC) – 10 ივნისს სასტუმროში "მერკური" კომპანიამ „Easy Procurement - მარტივი შესყიდვები“, პრაქტიკული ღონისძიება გამართა თემაზე: ხარჯების შემცირება, თუ ოპტიმიზაცია.

ბიზნესის მომმარაგებელი კომპანია „ყოჩაღები“ ღონისძიების ოფიციალური მხარდამჭერი გახლდათ.

შესყიდვების ეფექტური მართვა, საჭირო საშუალებების მაღალი ხარისხით და დაბალი დანახარჯებით შესყიდვას გულისხმობს, თუმცა შიდა და გარე ფაქტორების გავლენით ხშირად პროცესები ისე არ იმართება, როგორც ეს საქმის პროფესიონალებს სურთ.

როგორ უნდა ვმართოთ ხარჯები საუკეთესო შედეგისთვის? რა არის გამოსავალი ხარჯების შემცირება თუ ოპტიმიზაცია?  როგორ უნდა მივაღწიოთ ხარისხისა და შედეგების სტაბილურობას ან/და მათ გაუმჯობესებას? - ღონისძიების ფარგლებში სწორედ ამ თემების შესახებ ისაუბრეს მიწვეულმა სპიკერებმა და მონაწილეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.  ღონისძიება ინტერაქტიური ქეის-ვორქშოფით დასრულდა, სადაც მონაწილეებმა ხარჯების შემცირება-ოპტიმიზაციის სტრატეგია შეიმუშავეს.

ბიზნესის წარმატებაში ხარჯების გონივრული დაგეგმარება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. ორგანიზაციები საქმიანობის განსახორციელებლად ძირითად საშუალებებთან ერთად, საწარმოო იქნება ეს, თუ საოპერაციო, დამატებით ინვენტარს საჭიროებენ, მათ შორის ქიმიის და ჰიგიენის საშუალებებს, ქაღალდის პროდუქციას, საოფისე თუ სამეურნეო ნივთებსა და სხვა.

ყოჩაღების გუნდის მთავარი მიზანიც სწორედ ესაა, თქვენი ბიზნესის ჰიგიენისთვის საჭირო პროდუქტების სწორად შერჩევა და მათთვის გამოყოფილი ბიუჯეტის ეფექტურად მართვა.

 ყოჩაღები - ბიზნესის მომმარაგებელი კომპანია

ისე მოგამარაგებთ, როგორც დაგიბარებია!

 

მეტი ინფორმაციისთვის: Kochagebi.ge