თბილისი (GBC) - ბაზრის ახალი ლიდერია "დეილი ჯგუფი", ბრენდული ქსელების შემოსავლის 27.6%-ით და ბაზრის 9.8%-იანი წილით. წელს რამდენიმე ტოპ კომპანია გაერთიანდა. 

G&T-ის ინფორმაციით, ფუდმარტი (ბრენდებით სპარი, იოლი და კალათა), "დეილი", "გვირილა რითეილი" და "რითეილ ჯგუფი" (მაგნიტი) ერთ ჰოლდონგად გაერთიანდა (ნოემბერში). შედეგად, "დეილი ჰოლდინგი" 1,600-ზე მეტ მაღაზიას დაეუფლა.

10 თვის გაყიდვებში, II -ა "ნიკორა", 17%-იანი წილით, III  - "2 ნაბიჯი" (16.8%) და სამივეხ ჯამური წილი .61.3%-ია. დანარჩენი 38.7% მცირე ზომის 40 ქსელურ მაღაზიას აერთიანებს.

წელს FMCG ბაზრის ზომა 23.3 მლრდ ლარს მიაღწევს, რაც წლიურად 9.5%-იანი ზრდაა. შემოსავლების ზრდა კი 15%-მდეა (Y.Y) მოსალოდნელი, 9.5 მლრდ-მდე.