თბილისი (GBC) - ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, 2021 წელს  სააფთიაქო ქსელების ჯიპისისა და ფარმადეპოს მფლობელი კომპანია „გეფას“ შემოსავალმა 782.4 მლნ ლარი შეადგინა, რაც 15.2%-ით მეტია წინა წლის იმავე პერიოდზე.

კომპანიამ 14.2%-ით  579.3 მლნ ლარამდე გაზარდა პროდუქციის თვითღირებულების ხარჯი.შესაბამისად საანგარიშო პერიოდში კომპანიის საერთო მოგება 17.9%-ით 203.1 მლნ ლარამდე გაიზარდა.

„გეფა“ ფლობს შემდეგ სააფთიაქო ქსელებს : „ფარმადეპო“ და „ჯი პი სი“.  ფინანსური ანგარიშიდან ჩანს,რომ კომპანიის 2021 წლის მოგების მარჟამ 26% შეადგინა(2020წელს 25.4%).

საანგარიშო პერიოდში კომპანიამ 13.1%-ით 522.3 მლნ ლარამდე გაზარდა აქტივები, ხოლო 28%-ით 209.6 მლნ ლარამდე კაპიტალი.

გეფა 2022 წლის 1 იანვრის მდგომარეობით ასაქმებდა 4200-მდე თანამშრომელს.კომპანიამ 2021 წლის განმავლობაში  19.3 %-ით გაზარდა თანამშრომელთა ხელფასები და სხვა სარგებელი და 2021 წელს გაცემულმა  თანხამ 62.4 მლნ ლარი შეადგინა (ერთი თანამშრომელი თვეში საშუალოდ 1240₾).

კომპანია დაარსებულია 1995 წელს და მისი მფლობელთა სტრუქტურა შემდეგია:

სს საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი - 67%; ენრიკო ბერიძე - 28%; მიხეილ აბრამიძე -5%.

სს გეფა

2021

2020

%

შემოსავალი

782.4

679.4

15.2

თვითღირებულება

(579.3)

(507.1)

14.2

საერთო მოგება

203.1

172.3

17.9

აქტივები

522.3

461.8

13.1

კაპიტალი

209.6

163.8

28

ხელფასები

(62.34)

(52.3)

19.3

 

 

 

 

 

თანხა მლნ (₾)