თბილისი (GBC) - სურსათის ეროვნული სააგენტოს (სეს) ცნობით, თბილისში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმო გამოავლინეს, რომელიც დააჯარიმეს და საწარმოო პროცესი შეუჩერეს.

"შპს. სანდო (მისამართი: ქ. თბილისი, გ. ნადარეიშვილის N5, ს.კ 406121913) ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი აღიარების გარეშე საქმიანობდა.

ამავდროულად,  ინსპექტირებისას დადგინდა, რომ სურსათის წარმოებისას დარღვეული იყო ჰიგიენური ნორმები და სურსათის უვნებლობის დადგენილი მოთხოვნები.

ამოღებული და დალუქულია 419 ქილა მაწონი, 10 კილოგრამზე მეტი ყველი, 35 ცალი დაფასოებულ რძე (1 ლიტრიანი შეფუთვა), 110 ლიტრი რძე. კანონმდებლობის შესაბამისად მეწარმე დაჯარიმდა და  საწარმოო პროცესი შეუჩერდა", - ნათქვამია სეს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, მიმდინარე წელს, რძისა და რძის მწარმოებელ ბიზნესოპერატორებთან 3 580 სახელმწიფო კონტროლი ჩატარდა - გამოვლენილია 32 არარეგისტრირებული საწარმო.