თბილისი (GBC) - გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტო მუნიციპალურ ტრანსპორტზე რეკლამის განთავსების ადგილებზე აუქციონს აცხადებს.
სარეკლამო ფართი ჯამში 2.7 კვ/მ-ს შეადგენს. სარგებლობის ვადა კი 1 წელია.
აუქციონის საწყისი ფასი 801 ლარია. ვაჭრობის ბიჯი 8 ლარი.
აუქციონი 9 ივლისს 10:00 საათზე სრულდება და ამ დროისათვის ლოტს კანდიდატი არ ჰყავს.