თბილისი (GBC) – „ჩვენი მიზანია ზონალური საათობრივი პარკირება ყველა რაიონში, ქუჩაზე დაინერგოს“. - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მერიის სხდომაზე განაცხადა.

კალაძის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება მცხოვრებლებისთვის პარკირების ადგილების გადატვირთულობის პრობლემას მოაგვარებს, ვინაიდან წინასწარ რეგისტრირებული ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის აღნიშნული მომსახურება უფასოა.

კახა კალაძემ ზონალური პარკირების შემოღება შემდეგ ქუჩებზე დააანონსა:

ჩუღურეთი - ჯავახიშვილის ქუჩა; ზაარბრიუკენის მოედანი, ნინოშვილის და უზნაძის ქუჩები.

მთაწმინდა - ლაპიაშვილი, ჭოველიძე და ჯანაშია.

ვაკის რაიონი - კუს ტბის ასახვევი და მიმდებარედ.

შეგახსენებთ, საათობრივი პარკირებით სარგებლობა უფასოა ასევე A - კატეგორიის ტაქსებისთვის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის და ელექტრომობილებისთვის.