თბილისი (GBC) - ხვიჩა კვარაცხელიას ფრანგული საფეხბურთო კლუბი PSG, Coca-Cola Bottlers Georgia-სთან პარტნიორობას იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას Coca-Cola Bottlers Georgia-ს საზოგადოებასთან კომუნიკაციის წარმომადგენელი ნანა ჯანჯღავა საკუთარ Facebook გვერდზე წერს.
"სიამაყით ვაცხადებთ ძალიან ამაღელვებელი პარტნიორობის შესახებ, რომელიც შედგა წყალი მთის • Water MTIS და მსოფლიოს ერთ-ერთ ცნობილ საფეხბურთო კლუბ PSG - Paris Saint-Germain შორის.
წყალი „მთის“ გახდა “პარი-სენ-ჟერმენს”-ის ოფიციალური რეგიონალური პარტნიორი", - წერს ნანა ჯანჯღავა.
Coca-Cola Bottlers Georgia-სა და McDonald's Georgia-ს მფლობელის, თემურ ჭყონიას თქმით, ამ კოლაბორაციიით, მომხმარებელს შესთავაზებენ არა მხოლოდ პრემიალურ სასმელს, არამედ საკუთარ ხედვას და მხარს დაუჭერენ სპორტის და კულტურის განვითარებას ახალგაზრდებში.
“ჩვენ აღფრთოვანებული ვართ “მთის“ და „პარი-სენ-ჟერმენს“ შორის პარტნიორობის გაფორმებით. ეს კოლაბორაცია ხელს შეუწყობს მომხმარებელს შევთავაზოთ არა მხოლოდ პრემიალური სასმელი, არამედ გამოკვეთს ჩვენს ხედვას, ახლა უკვე საერთაშორისო დონეზე, მხარი დავუჭიროთ სპორტს, ახალგაზრდების კულტურულ განვითარებას, ინოვაციებს", - აღნიშნა თემურ ჭყონიამ.
წყალი “მთის“ ნატურალური, მინერალური წყალია, რომელსაც კომპანია Coca-Cola Bottlers Georgia აწარმოებს.