თბილისი (GBC) - “მეწარმეთა ყოველწლიური სიმპოზიუმი 2025” 23 მარტს გაიმართება
მეწარმეთა ყოველწლიური სიმპოზიუმი 100 მეწარმე ქალის მხარდასაჭერად “საქართველოს ქალ აუდიტორთა და იურისტთა ასოციაციისა” და “საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის” პარტნიორობის ფარგლებში თბილისში 2025 წლის 23 მარტს გაიმართება.
ღონისძიებაზე მეწარმეებს აუდიტორული, ბუღალტრული და იურიდიული საკონსულტაციო მომსახურების აბსოლუტურად უსასყიდლოდ მიღების საშუალება ექნება.
ამავე დღეს გაიმართება მეწარმე ქალთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვაც.
სიმპოზიუმის ორგანიზატორის, თეა ადუაშვილის ინფორმაციით, შეხვედრაზე ისეთი მნიშვნელოვანი თემები განიხილება, როგორიცაა შრომითი ხელშეკრულებების პრობლემური ასპექტები, 2024-2025 წლებში საგადასახადო კანონმდებლობაში შესული მნიშვნელოვანი ცვლილებები და სიახლეები, სამუშაო და პირადი ცხოვრების ბალანსი, მოლაპარაკებები და სხვა.
სპიკერებ: ნინო ლიპარტია, მარიეტა მაჭარაშვილი, ეკა რუხაძე, ლალი ბადრიძე.
მეწარმეებს უფასო კონსულტაციებს გაუწევენ: აუდიტორული მიმართულებით - მარიამ ჯიბუტი და ეკა რუხაძე, იურიდიული მიმართულებით - ნინო ლიპარტია, მარიამ სულაძე და მარიამ სიჭინავა, ბუღალტერია - ია მარკოიძე და შორენა მანძულაშვილი.
რეგისტრაციის ვადა 18 მარტს იწურება.
ღონისძიება სასტუმრო “ბილტმორ თბილისში” 23 მარტს, 12:00 სთ-ზე დაიწყება.
სარეგისტრაციო ბმული: https://forms.gle/iKwXcyKwf72BWkst6
საქართველოს ქალ აუდიტორთა და იურისტთა ასოციაცია 100 მეწარმე ქალის მხარდაჭერის პროექტს 2020 წლიდან ახორციელებს.