თბილისი (GBC) – წამყვანი იაპონური ავტოკონცერნი Toyota კომპანიაში Joby Aviation, რომელიც მფრინავ ტაქსებს აწარმოებს მგზავრთა კომერციული გადაყვანის მიზნით, $500 მლნ–ის მოცულობის ინვესტიციას განახორციელებს. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია კომპანიის პრეს–სამსახურმა გაავრცელა. 

„Toyota Motor Corporation–მა და Joby Aviation–მა დღეს განაცხადეს, რომ Toyota $500 მლნ–ის ინვესტირებას განახორციელებს ელექტრული საჰაერო ტაქსის Joby სერტიფიცირებისა და წარმოების მხარდაჭერის მიზნით“, – ნათქვამია დოკუმენტში.

დაფინანსება ორ თანაბარ ტრანშად მოხდება 2024 და 2025 წლებში. კომერციალიზაციის პირველი ეტაპისთვის საწარმოო ალიანსის შექმნა იგეგმება, კომპანიაში ავტოკონცერნის ჯამური ინვესტიცია კი სამომავლოდ $894 მილიონს მიაღწევს.

საჰაერო ტაქსის მაქსიმალური სიჩქარე 320 კმ/სთ იქნება.