თბილისი (GBC) – Visa, ციფრული გადახდების გლობალური ლიდერი, რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის ოფიციალური საგადახდო ტექნოლოგიური პარტნიორი იქნება. Visa-ს შესაბამისი ბარათების მფლობელები 2027 წლის რაგბის მსოფლიო კაცთა ჩემპიონატის ბილეთებზე პრიორიტეტულ წვდომას 2026 წლის 28-30 სექტემბერს მიიღებენ.

· რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი ავსტრალიაში, კაცებს შორის 2027, ქალებს შორის კი 2029 წელს გაიმართება. Visa ჩემპიონატების მთავარი და საგადახდო ტექნოლოგიის სფეროში ოფიციალური პარტნიორი იქნება.

· ბილეთების შესაძენად 48-საათიანი პრიორიტეტული ფანჯარა 2026 წლის 28 სექტემბრის 12:00-დან (თბილისის დროით 06:00) 30 სექტემბრამდე იქნება ღია. დარჩენილი ბილეთების გაყიდვა გახსნით მატჩამდე ერთი წლით ადრე, 2026 წლის 1-ელ ოქტომბერს დაიწყება.

· ორივე ტურნირის მიმდინარეობისას, Visa გულშემატკივრებს საუკეთესო გამოცდილების მიღებაში დაეხმარება როგორც სტადიონებზე, ისე მათ მიღმა.

„მსოფლიო რაგბის“ განცხადების მიხედვით, ავსტრალიაში გასამართ 2027 და 2029 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატების მთავარი პარტნიორი და საგადახდო ტექნოლოგიების სფეროში ოფიციალური პარტნიორი Visa იქნება.

ამ ტიპის გლობალური თანამშრომლობა ცხადყოფს, რომ რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი ამბიციური, მზარდი პროექტია, Visa კი მსოფლიოში პოპულარული სპორტისა და გულშემატკივრების მხარდამჭერად რჩება.

თანამშრომლობის აღსანიშნავად, „მსოფლიო რაგბი“ და Visa, გულშემატკივრებს მსოფლიოს მასშტაბით 48-საათიან პრიორიტეტულ ფანჯარას გაუხსნიან. 2026 წლის 28 სექტემბრის 12:00-დან (თბილისის დროით 06:00) 30 სექტემბრის 12:00-მდე (თბილისის დროით 06:00) Visa-ს შესაბამისი ბარათის მფლობელებს 52 მატჩის ბილეთების შეძენა და სასურველი ადგილების არჩევა ინტერაქციული რუკის მეშვეობით შეეძლებათ[1]. პრიორიტეტული ფანჯრის დახურვის შემდეგ, დარჩენილი ბილეთები ხელმისაწვდომი გახდება 2027 წლის რაგბის მსოფლიო კაცთა ჩემპიონატის გახსნით მატჩამდე ზუსტად ერთი წლით ადრე, 2026 წლის 1 ოქტომბრიდან.

Visa, როგორც მთავარი პარტნიორი, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს გულშემატკივართა გამოცდილების გაუმჯობესებაში. 2027 წელს ავსტრალიაში ჩატარდება რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი კაცებს შორის, 2029 წელს კი ქვეყანა ქალთა რაგბის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს. Visa, რომლისთვისაც როგორც კაცთა, ისე ქალთა სპორტის განვითარება თანაბრად მნიშვნელოვანია, გულშემატკივრებს უსაფრთხო საგადახდო სისტემასა და სხვადასხვა ექსკლუზიურ, პრემიუმ გამოცდილებას შესთავაზებს.

თითოეული მატჩის საუკეთესო მოთამაშეს Visa-ს პრიზი გადაეცემა. ამით მსოფლიო ჩემპიონატის განსაკუთრებული მონაწილეები წარმოჩინდებიან და გულშემატკივრების გამოცდილება გაუმჯობესდება.

„გვიხარია, რომ Visa რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის ოჯახს დაუბრუნდა და მომდევნო ორი ტურნირის განმავლობაში მთავარი პარტნიორი იქნება. Visa-სთან თანამშრომლობა ხაზს უსვამს ამ ღონისძიებების მნიშვნელობას, ასევე აჩვენებს საერთო სურვილს, შევქმნათ ინოვაციური, გამორჩეული, დაუვიწყარი და ყველასთვის ხელმისაწვდომი გამოცდილება.

ორივე ტურნირის მხარდაჭერა ნათლად მიუთითებს რომ არსებობს რწმენა როგორც ზოგადად რაგბის მომავლის, ისე კაცებისა და ქალთა სპორტის მიმართ. ჩვენი თანამშრომლობის ფარგლებში, Visa-ს შესაბამისი ბარათის მფლობელები ექსკლუზიურ შეთავაზებებს მიიღებენ; Visa-ს ტექნოლოგია და გამოცდილება კი გულშემატკივართა თავგადასავალს კიდევ უფრო გააუმჯობესებს“. - „მსოფლიო რაგბის“ კომერციული დირექტორი, მიშელ პუსო.

„რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი არის მოვლენა, რომელიც ყველას იზიდავს. გულშემატკივრები მხოლოდ მატჩების ყურებით კი არ კმაყოფილდებიან, მათზე დასასწრებად მოგზაურობენ ისეთი გამოცდილების მისაღებად, რაც სტადიონის ფარგლებს ცდება.

უახლესი მონაცემების მიხედვით, იმ ქალაქებში, სადაც მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიებები გაიმართა, Visa-ს საერთაშორისო ტრანზაქციების რაოდენობა, წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით თითქმის 20%-ით გაიზარდა. 2027 და 2029 წლის მსოფლიო ჩემპიონატების მიმდინარეობისას გულშემატკივრებს შევთავაზებთ შეუფერხებელ საგადახდო გამოცდილებას, რათა მთელი ყურადღება მნიშვნელოვანი მომენტებისადმი მიმართონ. ამგვარად შევქმნით ახალ შესაძლებლობებს, ხელს შევუწყობთ ადამიანებსა და ბიზნესს“. — Visa-ს რეგიონული პრეზიდენტი აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში, სტივენ კარპინი.

ეს პარტნიორობა კიდევ უფრო გააძლიერებს 2027 და 2029 წლების რაგბის მსოფლიო ჩემპიონატების კომერციულ პლატფორმას. პლანეტის საუკეთესო კაცი და ქალი მოთამაშეები ავსტრალიას ეწვევიან, ახალ აუდიტორიას მოიზიდავენ და სპორტის, მათ შორის ქალთა რაგბის განვითარებაში შეიტანენ წვლილს. 

2027 წლის რაგბის მსოფლიო კაცთა ჩემპიონატი

რაგბის მსოფლიო კაცთა ჩემპიონატი არის რაგბის მთავარი მოვლენა, რომელში მონაწილეობაც საუკეთესო გუნდებს ყოველ ოთხ წელიწადში შეუძლიათ. 2027 წლის 1 ოქტომბრიდან 13 ნოემბრამდე, ექვსი კვირის განმავლობაში, ავსტრალია რაგბის საერთაშორისო ფესტივალის მასპინძელი იქნება. რაგბის ახალი ერა ნაყოფიერი იქნება ავსტრალიისთვის, ოკეანეთისთვისა და სპორტის ამ სახეობის განვითარებისთვის.

ავსტრალიაში გასამართ ტურნირში 24 საუკეთესო ნაკრები მიიღებს მონაწილეობას. ეს ღონისძიება ხელს შეუწყობს რაგბის, როგორც უფრო ხელმისაწვდომი, ინკლუზიური, საინტერესო სახეობის გავრცელებას, რითაც მისი გულშემატკივართა რიცხვი და საერთაშორისო პოპულარობა გაიზრდება. ტურნირის მთლიანი შემოსავალი რეინვესტიციის სახით სპორტის განვითარებისთვის დაიხარჯება და მოხმარდება „მსოფლიო რაგბის“ მზარდ ამბიციებს, 135-ზე მეტ წევრ ქვეყანასა და ექვს რეგიონულ ასოციაციას.

2029 წლის რაგბის მსოფლიო ქალთა ჩემპიონატი

2029 წელს რაგბის მსოფლიო ქალთა ჩემპიონატი მეთერთმეტედ ჩატარდება. ავსტრალია ამ ღონისძიებას პირველად უმასპინძლებს. 16 საუკეთესო ნაკრები ექვსი კვირის განმავლობაში ქალთა რაგბისა და ავსტრალიური კულტურის ზეიმში იქნება ჩართული.

წარმატებული 2025 წლის ტურნირის კვალდაკვალ, ჩემპიონატის მიზანია სპორტის განვითარება, ადამიანების გაერთიანება და მოთამაშეებისა და გულშემატკივრების ახალი თაობის დაინტერესება. პარალელურად კი ავსტრალიისა და წყნარი ოკეანის რეგიონისთვის გრძელვადიანი სოციალური, სპორტული და ეკონომიკური სარგებლის მოტანა.

Visa-ს შესახებ

Visa (NYSE: V) მსოფლიო ლიდერი ციფრული გადახდების სფეროში. Visa 200-ზე მეტ ქვეყანაში ამუშავებს ტრანზაქციებს, კერძოდ მომხმარებლებს, ბიზნესს, ფინანსურ ინსტიტუტებსა და სამთავრობო ორგანიზაციებს შორის. ჩვენი მისიაა, დავაკავშიროთ მსოფლიო ინოვაციური,მოსახერხებელი, საიმედო და უსაფრთხო გადახდების ქსელის მეშვეობით, რომელიც ინდივიდუალური პირების, ბიზნესისა და ეკონომიკის კეთილდღეობას უწყობს ხელს. ჩვენ გვჯერა, რომ ეკონომიკაში ხელმისაწვდომობის გაფართოება ყველასთვის, ქმნის საფუძველს მთელს მსოფლიოში ადამიანთა კეთილდღეობისთვის და მომავალში ფულის გლობალური მოძრაობის საწინდარია. გაიგეთ მეტი ვებგვერდზე Visa.com.ge.