თბილისი (GBC) -  2024 წლის დეკემბერში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9,600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, დასაქმებულთა 4.6%-ს შეადგენდა (45,208 ადამიანი), რაც 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 0.8 პ.პ-ით, ხოლო 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 3.1 პ.პ-ით გაზრდილი მაჩვენებელია. გასული წლის დეკემბერში იმ ადამიანების რაოდენობა, ვისაც ამდენი ხელფასი ჰქონდა, 35,416-ს შეადგენდა.  

2024 წლის დეკემბერში, ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ თვიურ ხელფასს, 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 1.8%-ით გაიზარდა (როცა 2023-ში 2022-თან შედარებით, ზრდა 5.9% იყო) და 982,802 ადამიანი შეადგინა.  თუმცა, აღნიშნული მაჩვენებელი, 2024 წლის ნოემბერთან შედარებით, 2.5%-ით შემცირდა.

2024 წლის დეკემბერში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 0-დან 600 ლარამდე თვიურ ხელფასს, 11.3%-ს შეადგენდა, რაც 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2.3 პ.პ-ით, ხოლო 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 11პ.პ-ით შემცირებული მაჩვენებელია. 2023-ის დეკემბერში მათი წილი 13.5% იყო.

ამავე პერიოდში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 2,400 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, 44.5%-ს შეადგენდა, რაც 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5.1 პ.პ-ით, ხოლო 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 26.1 პ.პ-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

ინფორმაცია PMCG-ის დასაქმების ტრეკერზე დაყრდნობითაა მომზადებული.