თბილისი (GBC) - ლევან დავითაშვილის შეფასებით, აშშ-სთან თანამშრომლობა გარკვეული მიმართულებებით განსაკუთრებით ხელსაყრელია და შეესაბამება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. 

„აშშ-ის ახალი საგარეო პოლიტიკა მთლიანად უკავშირდება ეკონომიკურ ინტერესებს, ამ ტიპის მიდგომები საქართველოსთვისაც რაციონალური და მისაღებია, - აღნიშნა მინისტრმა. – ყველა შეხვედრა, რომელიც იმართება ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან, თავისთავად, მოიცავს პოლიტიკურ ურთიერთობებს, პოლიტიკა და ეკონომიკა  ამ შემთხვევაში მჭიდროდ არის დაკავშირებული, მათი გამიჯვნა, პრაქტიკულად, შეუძლებელია“.