თბილისი (GBC) – „ავსტრიის რკინიგზის“ გადამზიდავი კომპანია Rail Cargo ივნისში ჩინეთის მიმართულებით ბლოკ–მატარებელს გაუშვებს, რომელიც შუა დერეფანს, მათ შორის საქართველოს ტერიტორიას გაივლის.

ამის შესახებ ჟურნალისტებს „აზერბაიჯანის რკინიგზის“ თავმჯდომარემ როვშან რუსტამოვმა უთხრა.

მისი თქმით, ავსტრიის რკინიგზასთან შეთანხმება გაფორმდა: „ისინი დავარწმუნეთ, ამ მარშრუტზე დაბრუნებულიყვნენ. აქამდეც გამოუყენებიათ შუა დერეფანი“.