თბილისი (GBC) – G&T - 5 ნოემბრის კვირის მიმოხილვაში საქართველოს ეკონომიკის 2022 წლის ზრდას 10.2%-ით პროგნოზირებს.
შეგახსენებთ იანვარ-ოქტომბერში საქართველოს ეკონომიკა 10%-ით გაიზარდა.
თბილისი (GBC) – G&T - 5 ნოემბრის კვირის მიმოხილვაში საქართველოს ეკონომიკის 2022 წლის ზრდას 10.2%-ით პროგნოზირებს.
შეგახსენებთ იანვარ-ოქტომბერში საქართველოს ეკონომიკა 10%-ით გაიზარდა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან
სიტყვით გამოსვლისას ნათია თურნავამ საქართველოს ეროვნული ბანკის სახელით "საქსტატს" იუბილე მიულოცა და აღნიშნა, რომ საერთაშორისო სტანდარტების დაცვა, გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და პროფესიონალიზმი მას წარმოადგენს, როგორც ლიდერს სტატისტიკის სფეროში.ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ "საქსტატის“ მიერ წარმოებული და გამოქვეყნებული მონაცემები გამოირჩევა მაღალი სანდოობითა და სიზუსტით, რაც ფასდაუდებელია მონაცემებზე დაფუძნებული, ინფორმირებული გადაწყვეტილებების მისაღებად."როგორც საქართველოს ოფიციალური სტატისტიკის სისტემის ნაწილი, საქართველოს ეროვნული ბანკი ამაყობს, რომ არის "საქსტატის" მნიშვნელოვანი პარტნიორი. ჩვენი მოვალეობაა ეკონომიკური და ფინანსური მონაცემების წარმოება და გაზიარება, როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო დონეზე. "საქსტატისა" და ეროვნული ბანკის მჭიდრო თანამშრომლობა არის საფუძველი იმისა, რომ უზრუნველყოფილ იქნას მაღალი ხარისხი და თანმიმდევრულობა სტატისტიკური მონაცემების წარმოების მიმართულებით", - აღნიშნა ნათია თურნავამ.ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას, მისასალმებელი სიტყვით ასევე მიმართეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ და "საქსტატის" აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ.
1722007440
შეხვედრა ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებით ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში დღეს გაიმართა.გიორგი კალანდარიშვილმა პრეზენტაციის მიმდინარეობისას დეტალურად ისაუბრა როგორც საარჩევნო ტექნოლოგიებისა და 2024 წლის არჩევნებისთვის მზადებისა პროცესის შესახებ.„ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა დამსაქმებელთა ასოციაციის მხარდაჭერით. გვქონდა საშუალება ბიზნესსექტორის წარმომადგენლებისთვის მიგვეწოდებინა დეტალური ინფორმაცია იმ სიახლეებისა და ტექნოლოგიების შესახებ, რომელსაც 26 ოქტომბრის არჩევნებზე იქნება გამოყენებული. აქტიური კითხვა-პასუხის რეჟიმში ფაქტობრივად ამომწურავად ვისაუბრეთ ყველა აქტუალურ საკითხზე. რა თქმა უნდა, ასეთი საინფორმაციო შეხვედრები გაგრძელდება, იმისათვის რომ მაქსიმალურად მივიტანოთ ინფორმაცია ყველა ამომრჩევლამდე, რათა ერთობლივად უზრუნველვყოთ ამ არჩევნების მაღალ პროფესიულ დონეზე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ადმინისტრირება“, - აღნიშნა ცესკოს თავმჯდომარემ.შეხვედრის დასასრულს გაიმართა საარჩევნო ტექნოლოგიების დემონსტრაცია და იმიტირებული კენჭისყრა. შეხვედრის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ პრაქტიკაში გამოეცადათ ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების მუშაობა.საინფორმაციო შეხვედრა საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ინიციატივით დღეს, შერატონ მეტეხი პალასში გაიმართა და მას მოდერაციას ასოციაციის პრეზიდენტი ელგუჯა მელაძე და გამგეობის წევრი ნიკოლოზ ხუნძიკაშვილი უწევდნენ.ტექნოლოგიური სიახლეების შესახებ ამომრჩეველთა ინფორმირება და განათლება საარჩევნო ადმინისტრაციის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. ელექტრონული ტექნოლოგიების დემონსტრაცია ეტაპობრივად იმართება ქვეყნის მასშტაბით ხალხმრავალ ადგილებში, საჯარო და კერძო სტრუქტურებში. დღეის მდგომარეობით უკვე ინფორმირებულია 500 000-მდე ადამიანი.
1722007176
ღონისძიებას საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო ეკოსისტემების სამსახურის ხელმძღვანელი, გიორგი კინწურაშვილი გაუძღვება და იგი შემდეგ საკითხებზე ისაუბრებს: Ads მენეჯერის შესაძლებლობები; როგორ შექმნათ ფასდაკლების, ქეშბექის ან, თუნდაც, PLUS ქულის შეთავაზება; რომელია თქვენი ბიზნესისთვის ყველაზე რელევანტური სეგმენტი. გარდა ამისა, შეხვედრის დამსწრეებს შესაძლებლობა ექნებათ, შეთავაზება ადგილზევე შექმნან.ინფორმაციისთვის, Ads მენეჯერი რეგიონში უნიკალური ციფრული პლატფორმაა, რომელიც ბიზნესებს შესაძლებლობას აძლევს, საკუთარი შეთავაზება განათავსოს ისეთ არხებში, რომლებსაც 1 500 000-ზე მეტი აქტიური მომხმარებელი ყოველდღიურად იყენებს. ესენია საქართველოს ბანკის მობილბანკი, sCoolApp და Offers.bog.ge.პლატფორმის მეშვეობით შესაძლებელია ქეშბექის, ფასდაკლების ან ქულების შეთავაზებების შექმნა საქართველოს ბანკის მომხმარებლებისთვის, ასევე ანალიტიკურ მონაცემებზე დაკვირვება და ბიზნესის პროგრესის შეფასება. პლატფორმა მომხმარებელს შეთავაზების მიზნის, ტიპის, პირობებისა და შეზღუდვების არჩევის, ასევე გაშვებიდან - რეპორტინგამდე სრული პროცესის ციფრულად მართვის შესაძლებლობას აძლევს.შეხვედრა თბილისში, ილია ჭავჭავაძის 29 ნომერში, SOLO ლაუნჯში, გაიმართება.ღონისძიებაზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ საქართველოს ბანკის ვებგვერდს.
1721996283
„კრედიტინფოს“ ივნისის მონაცემებით, საქართველოში საფინანსო სექტორის ვალი 1 931 746 ადამიანს აქვს, ჯამში 46 945 500 596 ლარის მოცულობის.მსესხებლების 81.8% საბანკო სექტორზე მოდის. ივნისის მდგომარეობით, ბანკებიდან 42 912 671 526 ლარის მოცულობის კრედიტი სულ 1 580 204 მსესხებელს აქვს აღებული. ვადაგადაცილება კი ბანკის მსესხებლების 6.1%-ს უფიქსირდება, რაც 96 054 -ია.ეროვნული ბანის მიერ სხვა რეგულირებადი საფინანსო ინსტიტუტების (მიკროსაფინანსო, სესხის გამცემი სუბიექტი) კრედიტორი 760 108 ადამიანია, გაცემული სესხების მოცულობა კი 3 499 091 097 ლარს შეადგენს. ხოლო ვადაგადაცილება ამ საფინანსო ინსტიტუტების 108 449 მსესხებელს უფიქსირდება.19 641 ადამიანს კი ჯამში 533 737 973 ლარის სესხი აღებული აქვს სალიზინგო, სამშენებლო და სხვა ტიპის კომპანიისგან. საიდანაც ვადაგადაცილება 5 082 ადამიანს უფიქსირდება.კომერსანტი
1721989682
დღეს, 26 ივლისს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მცდელობას ეხებოდა თქვა, რომ "იყო პირდაპირი ძალისხმევა იმისათვის, რომ საქართველო ჩართულიყო სამხედრო კონფლიქტში, საქართველოში გახსნილიყო მე-2 ფრონტი, რაც ჩვენ არ გავაკეთეთ და ამის გამო კონკრეტული ძალები არიან გაღიზიანებული, თუმცა ჩვენ ბოლომდე უნდა დავდგეთ ჩვენი ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე".მთავრობის მეთაურის თქმით, ყველა ზომა იქნება მიღებული იმისათვის, რომ ასეთი აქტები არ და ვერ განხორციელდეს.მისივე თქმით, როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი კონტექსტის გათვალისწინებით, არავის უკვირს რეალურად, რომ ასეთი გეგმები შეიძლება ჰქონდეს რადიკალურ ოპოზიციას."ჩვენ, საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, უნდა დავაკვირდეთ გამოძიებას, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ გასაკვირი ეს ყველაფერი საერთოდ არ არის. მითუმეტეს იმ ფონზე, რომ ერთ-ერთი ევროკომისრის პირით ჩვენ გარკვეული მესიჯიც შემოგვითვალეს ამ ყველაფერთან დაკავშირებით. პირდაპირი გაფრთხილება იყო, რაც შემდეგ ევროკომისარმა აღიარა კიდეც, ერთადერთი კორექტივი რაც იყო, მან აღნიშნა, რომ ტყვიას ისროდა არა კონკრეტული მკვლელი, არამედ პოლარიზაცია, რაც გასაგებია, რასაც ნიშნავს. შესაბამისად, ყველაფრის გათვალისწინებით, ამ გზავნილის, საერთაშორისო და ადგილობრივი კონტექსტის და კოლექტიური „ნაცმოძრაობის" ხელწერის გათვალისწინებით, რა თქმა უნდა, ასეთი რამ არავის უკვირს. ჩვენთვის მთავარია, რომ ყველანაირი ზომა მივიღოთ ასეთი ტიპის აქტების პრევენციისთვის", - განაცხადა ირაკლი კობახიძე.პრემიერის თქმით, ყველა ზომა იქნება მიღებული იმისათვის, რომ ასეთი აქტები არ და ვერ განხორციელდეს. ეს არის სახელმწიფოს ამოცანა. სახელმწიფო სტრუქტურები საქართველოში მუშაობს გამართულად, აქედან გამომდინარე, საქართველოს აქვს ყველანაირი რესურსი იმისათვის, რომ ასეთ გეგმებს თავიდან ბოლომდე დავუპირისპირდეთ."თუ ვის შეიძლება ჰქონდეს ასეთი ინტერესი, თქვენ ხედავთ, ზოგადად, ვის აქვს არასწორი, რბილად რომ ვთქვათ, ინტერესები საქართველოს მიმართ. იყო პირდაპირი ძალისხმევა იმისათვის, რომ საქართველო ჩართულიყო სამხედრო კონფლიქტში, საქართველოში გახსნილიყო მე-2 ფრონტი, რაც ჩვენ არ გავაკეთეთ და ამის გამო კონკრეტული ძალები არიან გაღიზიანებული, თუმცა ჩვენ ბოლომდე უნდა დავდგეთ ჩვენი ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.რამდენიმე დღეა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გამოკითხვაზე იბარებს უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლ ქართველებს, რომელთა შორისაც ნაწილი აფხაზეთისა და 2008 წლის აგვისტოს ომებში იბრძოდა.რადიო თავისუფლების ინფორმაციით, 2014 წლიდან მოყოლებული „ქართულმა ოცნებამ“ ათამდე საქმე დაიწყო ამბოხება-შეთქმულების მუხლით, მათ შორის იყო „საბურავების საქმე“, როცა მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი ირწმუნებოდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლების დამხობის მიზნით „ევრომაიდნის მოწყობას“ გეგმავდა, რისთვისაც „ზონდერჯგუფებს“ ქმნიდა და საბურავებსაც იმარაგებდა.ამბოხებისა და გადატრიალების საქმეზე გამოძიებები დაიწყო ხელისუფლებამ 2020 წლის საპარლამენტო და 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების წინაც.გამოძიების შედეგები არცერთ საქმეზე არაა ცნობილი.
1721989292
მთავრობის მეთაურმა ქართველ სპორტსმენებს ოლიმპიადაზე წარმატებები უსურვა.„დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ოლიმპიადა იქნება სარეკორდო ჩვენთვის, მოპოვებული მედლების თვალსაზრისით. გვყავს არაჩვეულებრივი გუნდი, რომ გადახედოთ შემადგენლობას, საუკეთესო შემადგენლობაა ჩვენიო სპორტსმენების, რომლებიც ჩამოვიდნენ პარიზში ოლიმპიადაზე. აქედან გამომდინარე, ყველანაირი სასტარტო საფუძველი გვაქვს იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი მედალი მოვიგოთ, რაც შეიძლება მეტი ჩემპიონი გვყავდეს ამ ოლიმპიადაზე. ყველა ჩვენს სპორტსმენს ვუსურვებ გამარჯვებას", - განაცხადა პრემიერმა.ირაკლი კობახიძე პარიზში სპორტის სამიტს და ოლიმპიადის მონაწილე სახელმწიფოთა ლიდერების პატივსაცემად გამართულ მიღებას გუშინ, 25 ივლისს დაესწრო, რომელიც საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) ორგანიზებით გამართული ღონისძიება AFD-ის გენერალური დირექტორის, რემი რიუს სიტყვით გაიხსნა. სამიტის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა.ღონისძიებამ 500-მდე მონაწილეს უმასპინძლა, რომელთა შორის, სახელმწიფოთა და მთავრობის მეთაურებთან ერთად, იყვნენ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სპორტული ფედერაციების წარმომადგენლები.
1721986550
მისი თქმით, სწორი ფისკალური პოლიტიკის დაგეგმვისათვის, ხარისხიან, სანდო და ყოვლისმომცველ ინფორმაციას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. მან ხაზი გაუსვა იმ მნიშვნელოვან როლს, რომელსაც დამოუკიდებელი და მაღალკვალიფიციური სტატისტიკის სამსახური ასრულებს ქვეყნის განვითარებისათვის, ქვეყანაში საერთაშორისო, საუკეთესო პრაქტიკის დანერგვით წარმოებული სტატისტიკური მონაცემების რეგულარული წარმოების გზით.„ამ კუთხით სტატისტიკის სამსახური ნამდვილად გამორჩეული ინსტიტუციაა, რომელიც მუდმივად აუმჯობესებს საკუთარი საქმიანობის ხარისხს და ამარაგებს პოლიტიკის განმახორციელებლებსა, თუ სხვა დაინტერესებულ პირებს მაღალი ხარისხის ინფორმაციით. აღსანიშნავია, რომ 2019 წელს წარმატებით განხორციელდა SNA2008 მეთოდოლოგიაზე გადასვლა, ხოლო მიმდინარე წელს მოხდა მშპ-ის და ეროვნული ანგარიშების სხვა ინდიკატორების მონაცემთა მწკრივის გადასინჯვა ევროპის მონაცემთა გადასინჯვის ჰარმონიზებული პოლიტიკის შესაბამისად (Harmonized European Revision Policy). 2020 წელს საქსტატმა ერთ-ერთმა პირველმა დანერგა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ILO-ს ახალი მეთოდოლოგია. დასაქმება-უმუშევრობის სტატისტიკაში აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ბანკის მონაცემების მიხედვით, საქართველოს სტატისტიკის სისტემა მსოფლიოში მე-15 ადგილზეა, ხოლო ევროპის საუკეთესო ქვეყნების ოცეულში მე-14 ადგილს იკავებს", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.მან ასევე ისაუბრა თანამშრომლობის იმ პრაქტიკაზე, რომელიც აქვს ფინანსთა სამინისტროსა და სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს.„თანამშრომლობა გულისხმობს სამუშაო ჯგუფების ფორმატში მუშაობას, მონაცემთა სწრაფ და უპრობლემო გაცვლას, მითუმეტეს რომ სტატისტიკის საწყისი მონაცემების ერთ-ერთი წყარო, ფინანსთა სამინისტროს სხვადასხვა საქვეუწყებო ინსტიტუტები არიან. ჩვენ ერთობლივ მუშაობას წინ კიდევ არაერთი საინტერესო გამოწვევა უდგას, მათ შორის, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან ერთად, აქტიურად ვმუშაობთ სტატისტიკის შემდგომი რეფორმირების მიმართულებით", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.სიტყვის დასასრულს, ლაშა ხუციშვილმა სტატისტიკის სამსახურის თითოეულ თანამშრომელს მიულოცა საიუბილეო თარიღი და წარმატება უსურვა კიდევ ერთ მნიშვნელოვან პროექტში, რომელსაც წელს ახორციელებს სამსახური - ესაა მოსახლეობის საყოველთაო აღწერა.
1721985550
თუ ნაკრების გამომწერი ხარ, დღეიდან შეგიძლია ახალი ბარათი უფასოდ დაიმატო. მაგალითად, თუ გაქვს მხოლოდ ვიზა, შეგიძლია შეუკვეთო მასტერქარდი ან პირიქით. შესაძლებელია როგორც ფიზიკური ისე ციფრული ბარათის შეკვეთა.მობაილბანკიდან ბარათის შეკვეთა ძალიან მარტივია, შემდეგ კი მომხმარებელი უთითებს სასურველ მისამართს, სადაც უნდა რომ ბარათი მიიღოს.ციფრული ბარათის შეკვეთის შემთხვევაში ბარათის გააქტიურება ხდება მომენტალურად.
1721985081
კავკასიაში სახელმწიფო უნივერსიტეტებს შორის თსუ, კერძოებში კი „საქართვე...
1721815911
საპენსიო ფონდი „თეგეტას“ ემისიაში შევიდა
1721134724
სარეაბილიტაციო-გამაჯანსაღებელი ცენტრები რეგულაციების ქვეშ ექცევიან
1721286915
კობახიძე ევროპარლამენტთან თანამშრომლობის გაგრძელებას ელოდება
1721321375
გლდანის ტბის პრობლემა აგვისტოს ბოლოს დასრულდება
1721205801