თბილისი (GBC) - თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან მილანის მიმართულებით გაფრენილი Georgian Airways-ის ​თვითმფრინავი უკან 13:22 საათზე დაბრუნდა. როგორც ავიაკომპანიის პრესსამსახურში ამბობენ, ბორტსა და სანავიგაციო ჯგუფს შორის კომუნიკაციაში მცირედი ხარვეზი დაფიქსირდა.

თვითმფრინავი თბილისის აეროპორტიდან ადგილობრივი დროით 12:06 საათზე გაფრინდა, დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში კი საწვავის დაწვის მიზნით ათამდე წრე დაარტყა.

ავიაკომპანიაში ამბობენ, რომ რეისი ტექნიკური ხარვეზის აღმოფხვრის შემდეგ შესრულდება.

თბილისი-მილანის მიმართულებით რეგულარული ფრენები კვირაში სამი სიხშირით - სამშაბათს, პარასკევს და კვირას სრულდება.