FreeBusiness-ის პლატფორმაზე ხელმომწერი ბიზნესები შეხვედრას აანონსებენ
„ბიზნესპრესნიუსთან“
პლატფორმის დამფუძნებელი
გიორგი ჩუგოშვილი
აღნიშნავს, რომ შეხვედრაზე
მხარეები ისაუბრებენ
იმაზე, თუ რა გავლენა
ექნება ქვეყანაში
მიმდინარე მოვლენებს
ეკონომიკაზე, ეფექტი
თითოეული ბიზნესისთვის
როგორი იქნება და ამის
გათვალისწინებით, როგორ
უნდა მოემზადოს ბიზნესი 2025
წლისთვის.„2400-ზე მეტი
კომპანია შემოუერთდა
პლატფორმას. სიმართლე
გითხრათ, იმედი გვქონდა,
რომ ამ განცხადებით
შემოიფარგლებოდა
პლატფორმა, სიახლე
იქნებოდა ქვეყანაში და
დეესკალაცია მოხდებოდა,
მაგრამ ეს არ მოხდა.
აუცილებელია რომ
დეესკალაციის მცდელობა
გაგრძელდეს. ბიზნესმა უნდა
იცოდეს, რომ თუ დეესკალაცია
არ მოხდა, რას უნდა ელოდნენ
და როგორ უნდა მოემზადოს
ბიზნესი. ამ კომპანიებმა
საკუთარი გამოწვევები და
პრობლემები ძალიან კარგად
იცის, მაგრამ ახლა
გვაინტერესებს ჯამურად
ეკონომიკის კუთხით როგორი
იქნება საფრთხეები და ეს
საფრთხეები ციფრებში
როგორ აისახება მომავალ
კვარტლებში.შეხვედრის
მთავარი მიზანი არის ის,
რომ ბიზნესები ფიზიკურად
შევკრიბოთ ერთად, მოხდეს
მათი გაცნობა, ისინი
შესაძლოა, ერთმანეთს
დაეხმარონ ან ახალი ბიზნეს
შესაძლებლობები გაუჩნდეთ.
მეორე - პროცესებში უნდა
ჩავრთოთ რაც შეიძლება მეტი
კვალიფიციური მხარე, ვინც
სწავლობს ეკონომიკას და
პროგნოზებს აკეთებს.
თითოეულმა მათგანმა უნდა
ისაუბროს ეკონომიკურ
მოლოდინებზე. მესამე -
გაიმართება პანელური
დისკუსია, სადაც მხარეები
პოზიციებს დააფიქსირებენ.
მიზანი იქნება ის, რომ
გაკეთდეს კვალიფიციური
პირების მიერ პროგნოზები
და ბიზნესმა 2025 წლის
საქმიანობა ამის მიხედვით
დაგეგმოს,“ - აღნიშნავს
FreeBusiness-ის
დამფუძნებელი.ამასთან,
„თავისუფალი ბიზნესის“
პლატფორმის ხელმომწერები
თანხმდებიან იმაზე, რომ
შეხვედრაზე უნდა მიიწვიონ
ის კომპანიებიც, რომლებიც
მათ იდეას იზიარებს, თუმცა
რიგი მიზეზების გამო ღიად
პოზიციას ვერ აფიქსირებენ.
ჩუგოშვილი არ გამორიცხავს,
რომ პლატფორმაზე ბიზნესის
ხელმოწერები კვლავაც
გაგრძელდეს. ცნობისთვის,
პროცესი ამ ეტაპისთვის
დასრულებულია.„პლატფორმა
არის ღირებულებების
გარშემო გაერთიანებული
დამფუძნებლების ერთობა.
ვინც ამ პლატფორმაზე
შემოუერთდა, ყველას აქვს
რამდენიმე საერთო: 1. ძალიან
მამაცი ხალხია, მათ
ხმამაღლა დააფიქსირეს
პოზიცია, რაც უპრეცედენტოა
საქართველოში და ეს
ბიზნესს აქამდე არ
გაუკეთებია; 2.
საქართველოში არის 80 ათასი
კომპანია, ვისაც კარგი
ბრუნვები აქვს. აქედან 2400-მა
საჯაროდ გამოხატა აზრი,
მაგრამ ამ კომპანიების
უკან არიან ათი იმდენი
ბიზნესი, ვინც ღიად ვერ
დააფიქსირა აზრი, რადგან
საქართველოა და რისკებს
ხედავენ, თუმცა მათაც
ადარდებთ ეკონომიკური
ვითარება.მოვისმინეთ
პლატფორმაზე ხელმომწერი
ბიზნესების აზრი და მათი
პოზიცია იყო ასეთი, რომ
ბიზნესები, რომლებმაც ღიად
ვერ დააფიქსირეს აზრი,
შეხვედრაზე დავპატიჟოთ,
რათა იცოდნენ რა ელოდება
ეკონომიკას. პლატფორმაზე
შემოერთების პროცესი
შესაძლოა გავაგრძელოთ.
ვეცდებით, რომ ახალი ტიპის
ღირებულებებზე
დაფუძნებული ბიზნეს
პლატფორმა იყოს, რომელიც
ეკონომიკასთან
მიმართებაში თავის
სათქმელს ღიად იტყვის
ხოლმე, როდესაც კრიტიკულს
დაინახავს,“ - განაცხადა
გიორგი
ჩუგოშვილმა.კითხვაზე თუ რა
ფორმით შესაძლოა
გაგრძელდეს სამომავლოდ
შეხვედრები, ჩუგოშვილი
დაზუსტებით ვერ
გვპასუხობს. თუმცა,
აანონსებს, რომ „პლატფორმა
იქნება ინოვაციური“ და
„თავის სათქმელს
მიმდინარე მოვლენებზე
ყოველთვის ღიად
დააფიქსირებს“.შეგახსენებთ,
რომ 28 ნოემბერს ირაკლი
კობახიძემ განაცხადა, რომ
არ აპირებს 2028 წლის ბოლომდე
ევროკავშირთან
ინტეგრაციისთვის
მოლაპარაკებების პროცესის
დაწყებას, ასევე მთავრობა
უარს ამბობს მათ საბიუჯეტო
დაფინანსებაზე. მთავრობის
აღნიშნულ გადაწყვეტილებას
მოსახლეობის პროტესტი
მოჰყვა. რომელიც უკვე 42 დღეა
უწყვეტად გრძელდება და
საზოგადოების თითქმის
ყველა სფერო მოიცვა. ეს
ადამიანები თვლიან რომ
არსებული კრიზისი გაცდა
პარტიული პოლიტიკის
საზღვრებს და გარდაუვალი
სოციალური და ეკონომიკური
საფრთხის წინაშე აყენებს
ქვეყანას. პროტესტის
მონაწილეები
დაკავებულების
გათავისუფლებასა და ახალი
არჩევნების ჩანიშვნას
ითხოვენ.bpn.ge
1736328368