თბილისი (GBC) – საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა და აზიის განვითარების ბანკის (ADB) საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა ლესლი ბეარმან ლამმა, ორშაბათს ხელი მოაწერეს სასესხო შეთანხმებას საქართველოსთვის 200 მლნ ევროს ოდენობის გრძელვადიანი ფინანსური რესურსის გამოყოფის თაობაზე. 

შეთანხმება ითვალისწინებს სოფლად სტანდარტის შესაბამისი წყლის მდგრადი სისტემების მშენებლობასა და რეაბილიტაციას.

ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, რომ აღნიშნული პროგრამა არის აზიის განვითარების ბანკის შედეგებზე დაფუძნებული დაფინანსების (RBL) მექანიზმის გამოყენების პირველი შემთხვევა საქართველოში.

პროგრამის აღმასრულებელ უწყებას წარმოადგენს საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ხოლო პროგრამის განმახორციელებელ უწყებას - შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია".