თბილისი (GBC) - გახოკიძის ქუჩის წყალმომარაგების სისტემის სრული რეაბილიტაცია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის 2024 წლის საინვესტიციო გეგმის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტია.
რეაბილიტაციის ფარგლებში სრულად განახლდება 12 კმ-მდე სიგრძის წყალსადენისა და 5 კმ-ზე მეტი სიგრძის წყალარინების მაგისტრალური ქსელები. დამონტაჟდა ახალი ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები, მოეწყო საკვანძი ჭები და სახანძრო ჰიდრანტები.
აღნიშნული ქსელი ისანი-სამგორისა და კრწანისის რაიონების 128 000 აბონენტის წყალმოამარაგებას უზრუნველყოფს. პროექტში ჯივიპი 20 მლნ ლარის ინვესტიციას ახორციელებს.
გახოკიძის ქუჩის რეაბილიტაციის ფარგლებში მიმდინარე ეტაპზე განახლდა 9.3 კმ სიგრძის წყალსადენის მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელები, 3.6 კმ-ზე მეტი სიგრძის წყალარინების ქსელი, დამონტაჟდა 90 ერთეული ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული, მოეწყო 89 საკვანძო ჭა და 10 სახანძრო ჰიდრანტი.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს, ხვალ, 6 დეკემბერს, დილის 10:00 საათიდან დაიწყებენ და მთელი დღის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.
აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, ხვალ, 6 დეკემბერს, დილის 10:00 საათიდან 7 დეკემბრის 14:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
ვარკეთილის ზემო პლატოს, აეროდრომის დასახლების ქუჩებისა და კახეთის გზატკეცილის ნაწილს, ხომლელის, შუამთის, თრიალეთის, აბაშვილის, ჩანტლაძის, ამირანაშვილის, ესენინის, სააკაძის, ფიროსმანის, პეტრიწის, კაკაბაძის, ბერიაშვილის, ფანასკერტელ-ციციშვილის, მაისურაძის, კაკლიანის, გახოკიძის ქუჩებს, კალოუბნის, ქიზიყისა და ჯავახეთისა და თვალჭრელიძის ქუჩების ნაწილს,ჯავახეთის II და III შესახვევს.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის. სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე, კომპანია მოსახლეობას სასმელ წყალს ცისტერნებით მიაწვდის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge.