თბილისი (GBC) - ეკონომიკის მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ჩინურ კომპანია Zhongbo Group-თან შეხვედრაზე საქართველოს ენერგეტიკის სექტორში არსებული საინვესტიციო გარემო განიხილა.
მხარეებმა ისაუბრეს ჰიდრორესურსების, ასევე მზის, ქარისა და მთლიანად, ქვეყნის განახლებადი ენერგიების პოტენციალის ათვისებაზე.
კომპანიის წარმომადგენლებმა განახლებად ენერგეტიკაში ინვესტირების ინტერესი გამოთქვეს.
შეხვედრას, ქვრივიშვილის მოადგილე ინგა ფხალაძე, ასევე სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ალექსანდრე სოხაძე ესწრებოდნენ.
Zhongbo Group, რომლის სათავო ოფისი პეკინშია, 1991 წელს დაარსდა და 10 000-ზე მეტი კადრია დასაქმებული. სამინისტროს ცნობით, ის 40-ზე მეტი შვილობილი კომპანიით, მსოფლიოს მასშტაბით 26 ქარხნის მშენებლობაში დებს ინვესტიციებს.
Zhongbo Group-ს წლიური შემოსავალი $6 მილიარდს აღემატება.