თბილისი (GBC) – საქართველოს ეკონომიკაში ხუთი უმსხვილესი, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციის (IFI) -  ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD), მსოფლიო ბანკის (WB), აზიის განვითარების ბანკის (ABD), ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB)  და აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ჯამურად გაღებული ფინანსური  კონტრიბუცია 15 მილიარდ ევროს (50 მილიარდი ლარი) შეადგენს. 

სატრანსპორტო დერეფნების კვლევის ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით,  დონორთა საინვესტიციო გეგმის თანახმად, სადღეისოდ  საქართველოში იდენტიფიცირებულია 18 პრიორიტეტული ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელთა ჯამური ღირებულება  3.4 მილიარდ ევროს შეადგენს. აღნიშნული 18 პროექტიდან, 6 პროექტის განხორციელება უკვე მიმდინარეობს, რომელთა  პროექტების ჯამური საინვესტიციო ღირებულება 1.3 მილიარდ ევროს შეადგენს. 2030 წლამდე დაგეგმილია დამატებით 10 პროექტის განხორციელება, რომელთა ჯამური საინვესტიციო ღირებულება 2.1 მილიარდ ევროს შეადგენს;

საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიმართ დაგროვილი საგარეო ვალი - 2021 წლის მდგომარეობით საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 8.1 მილიარდი  დოლარით (25.1 მილიარდი ლარი) განისაზღვრება.  საგარეო ვალის 88% ს შეადგენს, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების -  მიმართ დაგროვილი ვალი - 7.1 მილიარდი აშშ დოლარი.

„დონორ ორგანიზაციებზე - მაღალი ფინანსური დამოკიდებულება, ნათლად მიუთითებს ქვეყნის ეკონომიკის მდგრად განვითარებაში  საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების როლზე. ანალოგიური დასტურდება, გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის (The Global Competitiveness Report) შეფასებით -  ვალის დინამიკის კრიტერიუმით, საქართველოს მსოფლიოში - 92 ე ადგილი უკავია“, - განმარტავენ კვლევის ავტორები.

ერთ სულ მოსახლეზე განხორციელებული უცხოური ინვესტიციები -  (EBRD)  - მიერ, ერთ სულ მოსახლეზე, ბოლო 25 წელიწადში 40 ქვეყანაში განხორციელებული  ინვესტიციების მიხედვით, - საქართველო -  ხორვატიის, მონტენეგრო და მაკედონიის შემდეგ მე-4 ადგილს იკავებს.