თბილისი (GBC) - იანვარ-თებერვალში საგარეო ვაჭრობის ბრუნვამ $2.9 მლრდ შეადგინა, რაც 12.3%-ით მეტია წინა წლის იმავე პერიოდზე (2022 იან-თებ: $2.6 მლრდ).

აქედან ექსპორტმა $0.9 მლრდ (+20.3% y,y), ხოლო იმპორტმა $2მლრდ (+9% y.y) შეადგინა.

გთავაზობთ ამ პერიოდის ტოპ 5 ექსპორტ/იმპორტირებული პროდუქციას:

ექსპორტი:

1. მსუბუქი ავტომობილები - $236.8მლნ-ს 13,501 ერთეული;

2. სპილენძის მადნები და კონცენტრანტები - $143.4მლნ-ს 76.6 ათასი ტონა;

3. ფეროშენადნობები - $71.7მლნ-ს 57.4 ათასი ტონა;

4. ღვინო - $34.5 მლნ-ს 11.7 მლნ ლიტრი;

5. სპირტიანი სასმელები - $24.2 მლნ-ს 6.8 ათასი ტონა;

ამ ხუთი პროდუქციის ჯამი, მთლიანი ექსპორტის 56%-ია.

იმპორტი:

1. მსუბუქი ავტომობილები - $207.8 მლნ-ს 12,866 ერთეული;

2. ნავთობის აირები - $175.5 მლნ-ს 750.3 ათასი ტონა;

3. ნავთობი და ნავთობპროდუქტები - $158.4 მლნ-ს 196.5 ათასი ტონა;

4. სპილენძის მადნები და კონცენტრანტები - $108.1 მლნ-ს 59.1 ათასი ტონა;

5. სამკურნალო საშუალებები - $71.3 მლნ-ს 1.9 ათასი ტონა.

ამ ხუთი პროდუქტის ჯამი, მთლიანი იმპორტის 25%-ია.