"შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის განხორციელებაში საქართველო და ევროკავშირი ძალიან მჭიდრო მოკავშირეები და პარტნიორები ვართ“, - 

ვიცე-პრემიერმა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის სტრატეგიულობაზე ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარ კადრი სიმსონთან შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. 

ლევან დავითაშვილის თქმით, საქართველო ამ ურთიერთსასარგებლო პროექტის მოქკავშირეა

მაღალი დონის ენერგეტიკული დიალოგის ფორმატში გამართულ პირველ შეხვედრაზე აღინიშნა, რომ პროექტი არის დამატებითი ენერგოუსაფრთხოება ევროპისთვის და ძალიან დიდი შესაძლებლობები საქართველოსთვის, ქართული ენერგოსისტემისთვის.

„ეს არის ფლანგმანი პროექტი, რომელიც საქართველოს  პირდაპირ, ფიზიკურად დააკავშირებს ევროკავშირთან შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის მეშვეობით", - ეკონომიკის მინისტრის თქმით პროექტი ახალ შესაძლებლობებს აჩენს. რომ საქართველო არა მხოლოდ ინსტიტუციურად იყოს მზად ევროპულ ენერგეტიკულ ბაზარზე წვდომისთვის, ,

პრესკონფერენციაზე აღნიშნა პროექტის მასტიმულირებელ როლზე ინვესტორებისთვის. ამით ქვეყანას საშუალება ეძლევა, პირდაპირ დაუკავშირდეს მეტად პროგნოზირებად და სამართლიან ევროპულ ენერგეტიკულ ბაზარს.