თბილისი (GBC) - მგზავრები 1 ივლისიდან არაელექტრონული, ლამინირებული პირადობის მოწმობებით, საქართველოს რკინიგზის მატარებლებით მგზავრობას ვეღარ შეძლებენ. ამის შესახებ ინფორმაციას "საქართველოს რკინიგზა“ სოციალურ ქსელში ავრცელებს. 

"ძვირფასო მგზავრებო, გაითვალისწინეთ, რომ 1 ივლისიდან არაელექტრონული, ლამინირებული პირადობის მოწმობებით, მატარებლებით მგზავრობას ვეღარ შეძლებთ. გამგზავრების წინ, ელექტრონული პირადობის მოწმობები, ე.წ. ID ბარათები უნდა წარადგინოთ“, - ნათქვამია „საქართველოს რკინიგზის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, 2024 წლის 1 ივლისიდან, უქმდება 2011 წლის 28 ივლისამდე გაცემული არაელექტრონული (ლამინირებული) პირადობის მოწმობები.