თბილისი (GBC) – თბილისში, მიხეილ თამარაშვილის გამზირისა და ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის გადაკვეთაზე, პანდუსების მოწყობა იწყება. მერიის ინფორმაციით, სამუშაოების განმავლობაში მოძრაობა სრულად აიკრძალება ჭაბუა ამირეჯიბისა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის გზატკეცილების კვეთაზე მდებარე გვირაბიდან თამარაშვილის გამზირამდე, ორივე მიმართულებით.
„მიხეილ თამარაშვილის გამზირისა და ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის გადაკვეთაზე პანდუსების მოწყობა იწყება, რის გამოც, 15 ივნისის 00:00 საათიდან, სამი თვის განმავლობაში, საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება“, - აცხადებს დედაქალაქის მერია.
თბილისის მერიის განცხადებით, ასევე იწყება ვაკის რაიონში, წყნეთის გზატკეცილის სრული რეაბილიტაცია. რეაბილიტაციის ფარგლებში ცვლილებები შევა ავტობუსების მარშრუტებშიც.