თბილისი (GBC) - საზღვარგარეთ საქართველოდან ვიზიტორების მარტი-აპრილის საბარათე ტრანზაქციებმა 1.538 მლრდ ლარი შეადგინა. წლიურად დანახარჯები 26%-ით არის გაზრდილი.
აპრილში, მარტთან შედარებით, კლებაა, 30 მლნ -ით. სულ, 4 თვეში კი სულ 3 მლრდ-მდე ლარის ტრანზაქციებია (₾ 2.947 მლრდ; +25%Y.Y).
გადახდების მოცულობის 90%-ზე მეტი უნაღდო ანგარიშსწორებაზე მოდის. ბანკომატებში განაღდებები 255 565 000 ლარის ეკვივალენტია უცხოურ ვალუტაში.
სამეზობლოში ბანკომატში განაღდებებით - ₾4.7 მლნ, აზერბაიჯანი ლიდერობს. №2 ბელარუსია, 4.2 მლნ ლარით (ეკვივალენტი სხვა ვალუტაში) და საქართველოდან ვიზიტორებს, ქართული ბანკის პლასტიკური ბარათებით, ბანკომატში 3 მლნ-მდე სომხეთში აქვთ მოხსნილი. უკრაინის ტერიტორიაზე 1 მლნ ლარამდეა (₾ 0.988 მლნ) განაღდებული.
მიმდინარე ოფიციალური კურსით 1 აზერბაიჯანული მანათი AZN 1.69 ლარია; 1 ბელარუსული რუბლი BYN /₾ 0.88; 10 უკრაინული გრივნა UAH/₾ 0.704; 1 000 სომხური დრამი AMD/₾ 7.4;
საბარათე ტრანზაქციები პოს-ტერმინალზე, საზღვარგარეთ
|
იანვარ-აპრილი/2024 |
2023 (მლნ ₾) |
უკრაინა |
19 770 767 |
27.6 |
აზერბაიჯანი |
8 525 000 |
29.9 |
ბელარუსი |
8 000 000 |
33.8 |
სომხეთი |
6 753 000 |
34.2 |
ესპანეთი |
50 787 600 |
178,5 |
იტალია |
50 352 000 |
196.6 |
საფრანგეთი |
49 921 000 |
188.8 |
გერმანია |
41 794 700 |
158.7 |
ავსტრია |
16 147 150 |
52.0 |
პოლონეთი |
12 219 000 |
54.7 |
აშშ |
36 634 300 |
152.2 |
თურქეთი |
57 780 100 |
277.3 |
ისრაელი |
9 262 034 |
41.6 |