თბილისი (GBC) - საქართველოს რკინიგზამ 2026 წლის იანვარ-ივნისში სატვირთო გადაზიდვების კუთხით ბოლო ათწლეულების სარეკორდო მაჩვენებელს მიაღწია. 6 თვის მონაცემებით, ჯამურად გადაზიდული ტვირთების რაოდენობამ 6.9 მლნ ტონა შეადგინა, რაც წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით 10%-ით მეტია.

კომპანიის ინფორმაციით, ზრდა ახალი ტვირთების ნაკადების დამატებამაც განაპირობა - წლის პირველ ნახევარში გამოჩნდა ისეთი პროდუქცია, რომელიც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში არ ან თითქმის არ გადაიზიდებოდა.

გადაზიდვების პარალელურად, მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა კომპანიის საოპერაციო და ფინანსურ შედეგებშიც:

  • ჯამური შემოსავალი: ₾352 მლნ (+19% წინა წელთან შედარებით)
  • კორექტირებული EBITDA: ₾92.2 მლნ (+27%; 2025 წლის 6 თვეში: ₾72.4 მლნ)
  • სრული EBITDA: ₾137 მლნ (+84%; 2025 წლის 6 თვეში: ₾74.3 მლნ)
  • კორექტირებული EBITDA მარჟა: გაუმჯობესდა 45%-მდე (წინა წლის 25%-დან)
  • წმინდა მოგება: ₾112.3 მლნ (+74%; 2025 წლის 6 თვეში: ₾64.7 მლნ)

ამასთან, საქართველოს რკინიგზის მონაცემებით, კომპანიის წმინდა მოგებამ პირველ ნახევარში ₾112.3 მლნ-ს მიაღწია, რაც საოპერაციო ეფექტიანობის ზრდისა და ტვირთბრუნვის გაფართოების პირდაპირი შედეგია