თბილისი (GBC) – თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მეოთხმილიონე მგზავრი დაფიქსირდა. აღნიშნული ციფრი 2005 წლიდან დღემდე ტავ ჯორჯიას მიერ აეროპორტების მართვის ისტორიაში რეკორდულ მაჩვენებელს წარმოადგენს. 

TAV Georgia–ს ცნობით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბოლო რეკორდული მაჩვენებელი 2018 წელს 3 808 772 მგზავრით დაფიქსირდა. 2024 წლის ბოლომდე  თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრთნაკადი სავარაუდოდ ოთხი მილიონ რვაასი ათასს მიაღწევს.