თბილისი (GBC) - თიბისი კაპიტალის ანგარიშის მიხედვით, 2024 წლის 9 თვეში, თბილისში გაცემული სამშენებლო ნებართვების რაოდენობა 9%-ით შემცირდა.
თიბისი კაპიტალი საკუთარ ანგარიშში, საერთო ფართობის მიხედვით ასახელებს TOP5 პროექტს, ესენია:
- შპს სამგორი თაუერს, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი, სამგორი, სადაც, 18 200 კვ.მ მოდის საცხოვრებელ ფართზე, 1 400 კვ.მ - კომერციულ ფართზე, 15 700 კვ.მ - დანარჩენზე.
- შპს ხიმინჯი 2012, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი, ისანი, აღნიშნულ პროექტში 10 500 კვ.მ მოდის საცხოვრებელ ფართზე, 7 200 კვ.მ სხვაზე.
- შპს თბილისი ისტ, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი, ისანი, სადაც 9 600 კვ.მ მოდის საცხოვრებელ ფართზე, 6 700 კვ.მ - სხვაზე.
- შპს სააკაძე დეველოპმენტი, მრავალფუნქციური კომპლექსი, საბურთალო, სადაც 6 700 კვ.მ მოდის საოფისე ფართზე, 1 800 კმ.მ - კომერციულზე, 6 300 კვ.მ - სხვაზე.
- შპს სოლუმ პარტნიორი, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი, კრწანისი, - სადაც 6 700 კვ.მ მოდის საცხოვრებელ ფართზე, 4 000 კვ.მ - სხვაზე.
თიბისი კაპიტალის ანგარიშით, ტრანზაქციების განაწილება უბნების მიხედვით, 2024 წლის სექტემბრის მდგომარეობით, ასე გამოიყურება:
- დიდი დიღომი - 26%;
- საბურთალო - 15%;
- ისანი - 11%;
- გლდანი - 10%;
- სამგორი - 9%;
- დიდუბე - 9%;
- ნაძალადევი - 8%;
- ვაკე - 5%;
- კრწანისი - 4%;
- მთაწმინდა - 2%;
- ჩუღურეთი - 2%.