თბილისი (GBC) – ძლიერი ხანძრის გამო წყნარ ოკეანეში 3 000 ჩინური ავტომობილით დატვირთული გემი ჩაიძირა, წერს სააგენტო  Bloomberg. კომპანია Zodiac Maritime–ის კუთვნილი გემის მენეჯერმა დააზუსტა, რომ სატვირთო ხომალდი ხმელეთიდან 770 კმ–ის დაშორებით, 5 000 მ სიღრმეზე ჩაიძირა. კატასტროფის მიზეზად ხანძარი სახელდება, რომლის გავრცელებაც გემბანზე 3 ივნისს დაიწყო. 

გემს რამდენიმე მწარმოებლის ავტომობილები გადაჰქონდა, მათ შორის Chery Automobile Co. და Great Wall Motor Co.

სატვირთო გემი Morning Midas ჩინეთის პორტიდან 26 მაისს გავიდა მექსიკის მიმართულებით. ბორტზე დატვირთული 3 000 ავტომობილიდან 800 ელექტრომობილი იყო.

ბორტზე მყოფი ეკიპაჟის 22 წევრი გემის ჩაძირვამდე გადაიყვანეს უსაფრთხო ადგილას.