თბილისი (GBC) – გიორგი გახარიამ, პარტია "საქართველოსთვის" ლიდერმა პრეზიდენტის "ქართულ ქარტიას" ხელი 23 სექტემბერს, დილით, ორბელიანების სასახლეში მოაწერა.
"ქართული ქარტია", რომელიც სამოქმედო გეგმას გულისხმობს, პრეზიდენტმა 2024 წლის 26 მაისს წარადგინა და პოლიტიკურ პარტიებს მის ირგვლივ შეჯერება შესთავაზა.
ამასთან, ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ "ქართული ქარტიის“ ირგვლივ თანხმობა არ მოითხოვს და არ გულისხმობს არც ერთიან სიას და არც რაიმე სხვა ფორმით აუცილებელ გაერთიანებებს.
აქამდე ქარტიისთვის ხელი მოწერილი ჰქონდათ სულ 17 პარტიას და 5-მა დამოუკიდებელ დეპუტატს:
- საქართველოს მწვანეთა პარტია - გია გაჩეჩილაძე
- სამართლიანობისთვის - ეკა ბესელია
- დროა - ელენე ხოშტარია
- გირჩი - მეტი თავისუფლება - ზურაბ ჯაფარიძე
- ევროპელი დემოკრატები - პაატა დავითაია
- კანონი და სამართალი - თაკო ჩარკვიანი
- ლელო საქართველოსთვის - მამუკა ხაზარაძე
- ახალი - ნიკა მელია
- მოქალაქეები - ქეთევან თურაზაშვილი
- ანა დოლიძე ხალხისთვის - კახაბერ დვალიშვილი
- თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზა - ირაკლი ჯამბურია
- სტრატეგია აღმაშენებელი - პაატა მანჯგალაძე
- ევროპული საქართველო - გიგა ბოკერია
- რესპუბლიკური პარტია - დავით ბერძენიშვილი
- ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - თინა ბოკუჩავა
- მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის - ნიკა მაჭუტაძე
- ეროვნულ-დემოკრატიული პარტია - ბაჩუკი ქარდავა
- დამოუკიდებელი დეპუტატი - ხატია დეკანოიძე
- დამოუკიდებელი დეპუტატი - ნატო ჩხეიძე
- დამოუკიდებელი დეპუტატი - არმაზ ახვლედიანი
- დამოუკიდებელი დეპუტატი - როსტომ ჩხეიძე
- დამოუკიდებელი დეპუტატი - თამარ კორძაია
ამასთან, ქარტიაზე ხელმომწერები იღებენ ვალდებულებას, რომ შეასრულებენ "ამ ქარტიაში ჩაწერილ პირობებს პირველივე საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე და შესრულებისთანავე ჩატარდება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები თავისუფალ და სამართლიან პირობებში. ასევე, დებენ პირობას, რომ მთავრობა, რომელიც ამ სამოქმედო გეგმის აღსრულებაზე იქნება პასუხისმგებელი, წარდგენილი იქნება საქართველოს პრეზიდენტის მიერ“, - წერია „ქართულ ქარტიაში“.