BOGG-ის Ads მენეჯერში შეთავაზების შექმნა უკვე ტერმინალის გარეშე არის შ...
აქამდე Ads მენეჯერის
შეთავაზების შექმნა
მხოლოდ გადახდის მეთოდის
მქონე ბიზნესებს შეეძლოთ.
თუმცა, ზოგიერთი ბიზნესი,
მისი მიმართულებიდან
გამომდინარე, გადახდის
მეთოდებს არ იყენებს.
სწორედ ამიტომ, ამიერიდან,
გადახდის მეთოდის არ
მქონე ბიზნესებიც
(მაგალითად: ინსტაგრამ
მაღაზიები, რომლებიც
გადარიცხვაზე მუშაობენ),
დეველოპერული კომპანიები,
რომლებიც ტერმინალით არ
იღებენ გადახდებს,
პლატფორმით სარგებლობას
დამომხმარებლისთვის
შეთავაზებების გაკეთებას
შეძლებენ. (მაგალითად,
საქართველოს ბანკის
სტუდენტებისთვის, AmEx
ბარათის მფლობელებისთვის,
სოლო
მომხმარებლებისთვის).გარდა
ამისა, პლატფორმას 3 ახალი
ფუნქციონალი დაემატა, რაც
ბიზნესებს შესაძლებლობას
აძლევს გაზარდოს
ცნობადობა და შესაბამისად,
სარგებელიც.
ესენია:ფოტოსაცავი
ბიზნესებისთვის,
შეთავაზების ვიზუალის
მოსამზადებლადAds manager-ში
შეთავაზების შექმნისას
ბიზნესებს შესაბამისი
ფოტოს მოძიება უჭირდათ.
სწორედ ამიტომ, მათი
საჭიროების შესაბამისად,
მომხმარებლებს
პლატფორმაზე სასურველი
ვიზუალის შერჩევის
შესაძლებლობა
გავუჩინეთ.განმეორებადი
შეთავაზებები (მაგალითად:
შესთავაზეთ მომხმარებელს
ქეშბექი ყოველ ოთხშაბათს
და გაზარდეთ ლოიალურობა)ეს
ფუნქციონალი ბიზნესებს
შესაძლებლობას აძლევს
განმეორებითი,
ყოველკვირეული ან
ყოველთვიური შეთავაზებები
შექმნან და გაზარდონ
მომხმარებლის
ლოიალურობა.ბრენდის
მართვა - სახელისა და ლოგოს
ატვირთვის
შესაძლებლობაბევრ
კომპანიას იურიდიული
სახელი აქვს, (მაგ: შპს x),
თუმცა ბრენდულად ამ
სახელით პოზიციონირება არ
სურთ. ახალი ფუნქციონალის
მეშვეობით, კი ბიზნესს
შესაძლებლობას ვაძლევთ,
შეცვალონ დასახელება და
მობილბანკში
მომხმარებლებისთვის
სასურველი სახელით
გამოჩნდნენ.ინფორმაციისთვის,
Ads მენეჯერი ბიზნეს
მომხმარებლებს
შესაძლებლობას აძლევს,
საქართველოს ბანკის 1 500 000-ზე
მეტ ციფრულ მომხმარებელს
საკუთარი პროდუქტი თუ
სერვისი სრულიად უფასოდ
გააცნოს და ამით
გაყიდვები
გაზარდოს.შეთავაზების
შექმნისთვის ეწვიეთ
manager.bog.ge-ს თუ ხართ დირექტორი,
ხოლო თუ მარკეტერი ხართ -
სთხოვეთ დირექტორს
გაგიწეროთ შესაბამისი
როლი.თუ დირექტორი ხართ,
manager.bog.ge-ში შესვლას იმ
სახელითა და პაროლით
შეძლებთ, რომლითაც ბიზნეს
მობილბანკში/ინტერნეტბანკში
და ფიზიკური პირის
მობილბანკში
სარგებლობთ.შეთავაზების
შექმნის ინსტრუქცია ნახეთ
აქუფრო ვრცლად, Ads მენეჯერის
გამოყენებაზე
ბიზნესკურსის გასავლელად
ეწვიეთ ბმულს.
1745325060