თბილისი (GBC) - საქართველოს სუვერენული ევროობლიგაცია (GEORG) გასულ კვირას 5.64% შემოსავლიანობით ივაჭრებოდა. კვირის ვაჭრობა 98.2-ით დაიხურა.

G&T-ის მიმოხილვით, ამ დროისთვის ფასიანი ქაღალდის Z-სპრედი 194.5 bps-ია (საბაზისო პუნქტი – %პX100).

პოზიციის გაუმჯობესება გარკვეულწილად 5-წლიანი ბონდის ვადის ამოწურვის მოახლოებას (04/2026) უკავშირდება. ასევე რეიტინგის განახლებას (11/2025). Fitch-მა ქვეყნის სუვერენული რეიტინგის BB დონეზე შენარჩუნება დაადასტურა. პერსპექტივა კი ნეგატიურიდან სტაბილურამდე გააუმჯობესა. სარეიტინგო კომპანია ჩვენ ქვეყანას რეგიონში გამოარჩევს და 2025-2027 -ში სხვა ქვეყნებზე მაღალ, 5%-იან ეკონომიკურ ზრდას ელის.

ამასთან ფინანსთა მინისტრს, ახალი შეთავაზებისთვის სებ-ის პრეზიდენტთან ერთად პოტენციურ ინვესტრებთან შეხვედრები დაწყებული აქვს. თვის დასაწყისში ნიუ იორკსა და ბოსტონში ბაზირებულ 15-მდე საინვესტიციო კომპანიას შეხვდნენ, რაც  JP Morgan-ის, Societe General-ის, CITI-ისა და  ICBC-ის ჩართულობით დაორგანიზდა.

მთავრობა და ეროვნული ბანკი (მხედრობა) რეფინანსირებისთვის ემზადება. იმედს გამოთქვამენ, რომ მოთხოვნა მიწოდებას 2/3-ჯერ გადააჭარბებს. პროცენტი 4-5 წლის წინანდელს ვერ გაუტოლდება, თუმცა ოპტიმალურად დაბალი იქნება. რისკის მდგენელის ხარჯზე.

2021 -ის აპრილში ქვეყნის სუვერენული 5-წლიანი ბონდები 2.75%-ად განთავსდა. რისკის მდგენელი 2.2% იყო.