იანვარში სურსათი 10.6%-ით გაძვირდა - ინფლაციის ახალი მაჩვენებლები
ყოველთვიური ინფლაციის
მაჩვენებლის ფორმირებაზე
ძირითადი გავლენა იქონია
ფასების ცვლილებამ შემდეგ
ჯგუფებზე: სურსათი და
უალკოჰოლო სასმელები:
ჯგუფში ფასები გაიზარდა
2.9%-ით, რაც თვის ინფლაციაზე
0.96 პ.პ.-ით აისახა. ფასები
მომატებულია ქვეჯგუფებზე:
ბოსტნეული და ბაღჩეული (12.5%),
ხილი და ყურძენი (5.9%), რძე,
ყველი და კვერცხი (3.5%),
შაქარი, ჯემი და სხვა
ტკბილეული (2.8%), ყავა, ჩაი და
კაკაო (2.6%), თევზეული (1.8%), ზეთი
და ცხიმი (1.5%), ხორცი და
ხორცის პროდუქტები (1.4%), პური
და პურპროდუქტები (0.2%).
ამასთან, ფასები შემცირდა
მინერალურ და წყაროს
წყალზე, უალკოჰოლო
სასმელებსა და ნატურალური
წვენებზე (-0.5%);ჯანმრთელობის
დაცვა: ჯგუფში ფასები
მომატებულია 2.4%-ით, რაც
ჯამურ ინფლაციაზე 0.2 პ.პ.-ით
აისახა. ფასები
მომატებულია ქვეჯგუფებზე:
სამედიცინო პროდუქცია,
აპარატურა და მოწყობილობა
(4.5%), ამბულატორიული
სამედიცინო მომსახურება
(0.1%);სხვადასხვა საქონელი და
მომსახურება: ჯგუფში
ფასები გაიზარდა 2.9%-ით, რაც
0.15 პ.პ.-ით აისახა მთლიან
ინდექსზე. ფასები
მომატებულია ქვეჯგუფებზე:
დაზღვევა (8.5%), პირადი
ნივთები, სხვა
კატეგორიებში ჩაურთველი
(3.5%), საფინანსო მომსახურება
(2.6%), პირადი ჰიგიენა
(2.3%);ტანსაცმელი და
ფეხსაცმელი: ჯგუფში ფასები
შემცირდა 4.3%-ით, რაც თვის
ინფლაციაზე -0.2 პ.პ.-ით
აისახა. ფასები
შემცირებულია როგორც
ტანსაცმლის (-4.8%), ისე
ფეხსაცმლის (-3.4%)
ქვეჯგუფებზე.წლიური
ინფლაციის ფორმირებაზე
ძირითადი გავლენა იქონია
ფასების ცვლილებამ შემდეგ
ჯგუფებზე: სურსათი და
უალკოჰოლო სასმელები:
ჯგუფში ფასები გაიზარდა
10.6%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე
3.55 პ.პ.-ით აისახა. ფასები
მომატებულია ქვეჯგუფებზე:
თევზეული (20.5%), ხილი და
ყურძენი (16.9%), პური და
პურპროდუქტები (14.3%), შაქარი,
ჯემი და სხვა ტკბილეული (10.2%),
ხორცი და ხორცის
პროდუქტები (9.7 პროცენტი),
ყავა, ჩაი და კაკაო (9.4%),
ბოსტნეული და ბაღჩეული (8.8%),
ზეთი და ცხიმი (8.7%), რძე, ყველი
და კვერცხი (8.6%), მინერალური
და წყაროს წყალი, უალკოჰოლო
სასმელები და ნატურალური
წვენები (6.8
პროცენტი);ჯანმრთელობის
დაცვა: ჯგუფში ფასები
მომატებულია 8.3%-ით, რაც
წლიურ ინფლაციაზე 0.68 პ.პ.-ით
აისახა. ფასები
მომატებულია ქვეჯგუფებზე:
საავადმყოფოების
მომსახურება (9%), სამედიცინო
პროდუქცია, აპარატურა და
მოწყობილობა (8.3%),
ამბულატორიული სამედიცინო
მომსახურება
(7.7%);სხვადასხვა საქონელი და
მომსახურება: ჯგუფში
ფასები გაიზარდა 7.4%-ით, რაც
0.35 პ.პ.-ით აისახა მთლიან
ინდექსზე. ფასები,
ძირითადად, მომატებულია
ქვეჯგუფებზე: პირადი
ნივთები, სხვა
კატეგორიებში ჩაურთველი
(37.9%), დაზღვევა (8.5%), პირადი
ჰიგიენა (4.2%);სასტუმროები,
კაფეები და რესტორნები:
ჯგუფში ფასები გაზრდილია
8.1%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე
0.26 პ.პ.-ით აისახა. ფასები
გაიზარდა როგორც ღამის
გასათევით მომსახურებაზე
(10.2%), ისე საზოგადოებრივ
კვებაზე (7.8
პროცენტი);ალკოჰოლური
სასმელები, თამბაქოს
ჯგუფში: ფასები გაიზარდა
3.5%-ით, რაც 0.23 პ.პ.-ით აისახა
მთლიან ინდექსზე. მოცემულ
პერიოდში ფასები,
ძირითადად, გაზრდილია
თამბაქოს ნაწარმზე (6.6%).
1770103492