თბილისი (GBC) - მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს პორტფელი გაიზარდა, თუმცა გაზრდილი სასესხო ლიმიტით (მაისიდან გაორმაგდა*) მხოლოდ ერთეული მ/ო სარგებლობს.

01.01./2025-ისთვის ბაზარზე 30 მდე მისო რჩება, 2 მლრდ ლარზე მეტი აქტივებით და 1.9 მლრდ ლარამდე სასესხო პორტფელით. 

მ/ო ბაზრის ყველაზე მსხვილი მოთამაშე ლომბარდია. მისო "რიკოს" საკრედიტო ხაზის მთავარი პროდუქტი ლომბარდია, თუმცა მენეჯმენტი მიიჩნევს, რომ ეს საფინანსო ინსტიტუტს სულაც არ აკნინებს.

მისოს მართველი ბაზარზე გავრცელებულ პრაქტიკაზე  მიანიშნებს, არასტაბილურობაზე, სასესხო პირობების, მ.შ. განაკვეთის  პერიოდულ კორექტირებაზე, რისგანაც რიკოს სალომბარდე კლიენტი დაცულია  

მენეჯმენტის შეფასებით რიკოს უპირატესობა სანდოობა. ის კლიენტს არ ატყუებს და  განაკვეთი რეალურად ყველაზე დაბალია (18-24%).

 

 TOP-6 / სესხებით

  01.01.2026      

რიკო

865 026 600

სვის კაპიტალი

295 135 250

ლიდერ კრედიტი

201 765 740

ევრო კრედიტი

  92 043 082

ლაზიკა კაპიტალი

  66 717 707

კრედიტსერვის+

  64 580 130

წყარო: მისოები 

*მისოს პორტფელში 100 000 -ზე მეტი მოცულობის სესხები საზედამხედველო კაპიტალის 50% -ს არ უნდა აღემატებოდეს.