თბილისი (GBC) - საქართველოს ბანკი (BOG) 1-წლიან სავალუტო ობლიგაციების ემისიაზე აცხადებს 

ობლიგაციები დენომინირებულია აშშ დოლარში. განთავსების აგენტია G&T.

ობლიგაციებს საკრედიტო რეიტინგი არ აქვს (ემიტენტის რეიტინგი:BB / სტაბილური პერსპექტივით Fitch Ratings-ისგან, Ba2 / ნეგატიური პერსპექტივით Moody’s-ისგან).

ემიტენტს დაგეგმილი აქვს ფასიანი ქაღალდების საქართველოს საფონდო ბირჟის სისტემაში დალისტვაც.

 

ვალუტა

$

 

ნომინალი

1 000

 

განაკვეთი (%)

4.2

 

რაოდენობა 

15 000 

 

ღირებულება 

15 000 000

 

 

 

 

წყარო: ემიტენტი

ობლიგაციაზე საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრება მისი ნომინალური ღირებულებიდან

განთავსება $100 მილიონიანი  პროგრამის პირველი ტრანშია, 1-წლიანის. თითოეული ემისიის ფარგლებში გამოშვებული „ობლიგაციების“ ვადიანობა შესაძლოა განისაზღვროს
1) 1 წლიანი; 2) 2 წლიანი; 3) 3 წლიანი; 4) 4 წლიანი; ან 5) 5 წლიანით.

ემისიიდან მიღებული სახსრები სტანდარტული საბანკო საქმიანობის დასაფინანსებლად გამოიყენება.

სს „საქართველოს ბანკი“ (ბინსოცბანკის მემკვიდრე) 1994 წელს დაფუძნდა.

2000 წელს  იყო ერთ-ერთ იპირველი, რომელმაც საქართველოს საფონდო ბირჟაზე განათავსა ფასიანი ქაღალდები.

2006 წელს სს „საქართველოს ბანკი“ გახდა პირველი ქართული კომპანია (ლადო გურგენიძის მმართველობით) , რომელმაც გლობალური დეპოზიტარული ხელწერილები (GDR) განათავსა ლონდონის საფონდო ბირჟაზე.

2007 წელს განათავსა სადებიუტო ევროობლიგაცია. 

2012 წელს (მარტი) Bank of Georgia Holdings PLC (BGEO Group PLC დასახელებით 2015 წლის 20 ნოემბრის შემდგომ) გახდა სს „საქართველოს ბანკის“ საბოლოო მშობელი კომპანია და განხორციელდა მისი აქციების საჯარო შეთავაზება ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ ლისტინგის სეგმენტში. -

2014 წელს (დეკემბერი), BGEO Group PLC-მა განახორციელა სს „საქართველოს ბანკის“ კორპორატიული სტრუქტურის რეორგანიზაცია, რაც ასახავდა მის ამბიციას, ემოქმედა, როგორც საქართველოზე ორიენტირებულ საბანკო ჯგუფს, რომელსაც ეყოლებოდა საინვესტიციო განშტოება. რეორგანიზაციის ფარგლებში, BGEO Group PLC-ის მოქმედი შვილობილი კომპანიები დაიყო ორ - საინვესტიციო და საბანკო - სეგმენტებად, რომელთაგან უკანასკნელშიც შედიოდა „ემიტენტი“.

2017 წელს ( 3 ივლისი) BGEO Group PLC-ის დირექტორთა საბჭომ გადაწყვიტა ჰოლდინგური კომპანია გაეყო ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსებულ ორ ცალკეულ კომპანიად - Bank of Georgia Group PLC (2025 წლის თებერვლიდან Lion Finance Group PLC) და Georgia Capital PLC. გაყოფის პროცესი დასრულდა 2018 წლის 29 მაისს. 

2018 წელს, საქართველოში განხორციელებული საბანკო რეგულაციების ცვლილებების (რის შედეგადაც საბანკო კომპანიებს აეკრძალა საბანკო საქმიანობის გარდა სხვა ტიპის საქმიანობის წარმოება) და მისი ბიზნეს სტრატეგიის შესაბამისად, BGEO Group PLC-მ განახორციელა კორპორატიული რეორგანიზაცია. კერძოდ, "„საქართველოს ბანკისგან“ გარკვეული საინვესტიციო და ფინანსური მომსახურების აქტივების გამოყოფა. Bank of Georgia Group PLC-ის (ამჟამად Lion Finance Group PLC) სრულ საკუთრებაში არსებულ შვილობილ კომპანიად დაარსდა ახალი შუალედური ჰოლდინგი, JSC BGEO Group, რომელიც ოპერირებს, როგორც ქართული ჰოლდინგური კომპანია, საბანკო და საინვესტიციო სეგმენტებში. რეორგანიზაციის შედეგად ცალკე გამოიყო საინვესტიციო აქტივების მიმართულება, Georgia Capital PLC (ტიკერი: CGEO:LN), რომლის მთავარი საქმიანობაა ბიზნესების ყიდვა და განვითარება საქართველოს მასშტაბით.

რეორგანიზაციის შემდეგ, ბანკმა  მნიშვნელოვანი პროექტები განახორციელა, რაც მისდამი ინვესტორების მხრიდან მაღალ ნდობასა და მზარდ ფასწარმოქმნაში აისახა

2019 წელს მენეჯმენტმა დაიწყო ახალი სტრატეგიის შესრულება, რომელიც ორიენტირებული იყო მომხმარებლებისთვის საუკეთესო ციფრული საბანკო გამოცდილების შეთავაზებაზე, რათა ბანკი ყოფილიყო მთავარი ყოველდღიური ბანკი საქართველოში.

ამავე წელს, სს „საქართველოს ბანკმა“ პირველად განათავსა დამატებითი პირველადი კაპიტალის (AT1) $100 მლნ. მოცულობის ობლიგაციები ირლანდიის საფონდო ბირჟაზე. -

2020 წელს სს „საქართველოს ბანკმა“ ფინანსურ მობილურ აპლიკაციას დაამატა ინოვაციური ფუნქციები, მათ შორის peer-to-peer გადახდები, გადასახადების გაყოფა, ფულის მოთხოვნა და ციფრული ბარათი. „კომპანიამ“ დანერგა მომხმარებელთა გამოცდილების მართვის წამყვანი პროგრამული უზრუნველყოფის პლატფორმა, Medallia, და დაიწყო თანამშრომლობა Salesforce-თან, კლიენტებთან ურთიერთობის მართვის მსოფლიოში წამყვან პლატფორმასთან, რათა სხვადასხვა არხებზე ჰქონოდა უფრო სრული ხედვა მომხმარებელთა საჭიროებებზე, სურვილებსა და ქცევებზე. პანდემიის დროს „კომპანია“ ფოკუსირებული იყო კლიენტებისა და თანამშრომლების უსაფრთხოებაზე, მომხმარებლებს შესთავაზა სესხის გადახდის უქმე დღეები და „კომპანიის“ კაპიტალი და ლიკვიდურობის პოზიციები ადექვატურ დონეზე უზრუნველყო. -

2021 წელს სს „საქართველოს ბანკმა“ გამოუშვა ციფრული ონბორდინგი, რაც საშუალებას აძლევდა ინდივიდებს, გაეხსნათ საბანკო ანგარიში ფილიალში ვიზიტის გარეშე. „კომპანიამ“, მობილურ აპლიკაციაში ასევე დაამატა ორი ახალი პროდუქტი - სესხის განვადება ელექტრონულ კომერციაში და ინვესტიციები. ბანკმა სრულად შეცვალა სამომხმარებლო დაკრედიტების და დეპოზიტების გააქტიურების პროცესი თავის მობილურ აპლიკაციაში, რის შედეგადაც გაიზარდა პროდუქტის გაყიდვები ციფრულ არხებში. ასევე, „კომპანიამ“ შექმნა მობილური აპლიკაცია ბიზნეს კლიენტებისთვის და გამოუშვა ახალი სადებეტო ბარათი - PLUS - American Express-ით, მათი მეორე სადებეტო ბარათის პროექტი მთელ მსოფლიოში და პირველი EMEA-ში.

2022 წელს სს „საქართველოს ბანკმა“ გამოუშვა sCoolApp, საქართველოში პირველი მობილური აპლიკაცია სკოლის მოსწავლეებისთვის. ასევე, „კომპანიამ“ თავის მობილურ აპლიკაციას დაამატა სადაზღვეო სივრცე. სს „საქართველოს ბანკის“ ყოველთვიურად აქტიურმა ციფრულმა მომხმარებლებმა გადააჭარბა ერთ მილიონს. Global Finane-ისგან მიღებულ ჯილდოთა შორის, „ბანკმა“ 2022 წელს მოიპოვა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესო მობილური აპლიკაციის ჯილდო. -

2024 წელს, აპრილში, სს „საქართველოს ბანკმა“ და მისმა მშობელმა კომპანიამ, Bank of Georgia Group PLC-მ (მიმდინარედ Lion Finance Group PLC), განაცხადეს ამერიაბანკის შეძენის ტრანზაქციის დასრულების შესახებ. Lion Finance Group PLC-მ შეიძინა 60%, ხოლო სს საქართველოს ბანკმა შეიძინა 30% წილი ამერიაბანკის ჯამურ გამოშვებულ სააქციო კაპიტალში. დარჩენილ 10%-იან წილს ფლობს EBRD, მხარეებს (ემიტენტს, Lion Finance Group PLC-ისა და EBRD-ს) შორის მოქმედებს ფუთ და ქოლ ოფციის შეთანხმება

2024 წელს (აპრილი)   განათავსა $300 მილიონის 9.5%-იანი მუდმივი დამატებითი პირველადი კაპიტალის (AT1) ობლიგაციები.  ივნისში სრულად გამოისყიდა არსებული $100 მილიონის

2024 წელს Global Finance-მა საქართველოს ბანკი მსოფლიოს საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა, რაც ასახავს ბანკის ფოკუსსა და მზაობას, მომხმარებლებს მიაწოდოს ინოვაციური, ინკლუზიური და მათზე ორიენტირებული ციფრული საბანკო სერვისები. -

2025 წელს საქართველოს ბანკის საბოლოო მშობელ კომპანიას შეეცვალა სახელი და Bank of Georgia Group PLC-ს ნაცვლად გახდა Lion Finance Group PLC. ამასთან, სს „საქართველოს ბანკი“ Global Finance-ს მიერ, ზედიზედ მეორედ, დასახელებული იქნა მსოფლიოს საუკეთესო ციფრულ ბანკად.

2025 წელს (Q4) სს „საქართველოს ბანკმა“ განათავსა 450,000,000 ლარის მოცულობით ევროობლიგაციები, რომლის ერთ-ერთ მსხვილ ინვესტორi International Finance Corporation (IFC) ია.