თბილისი (GBC) - სებ-ის ინტერაქტიული სტატისტიკით, არარეზიდენტების მიმდინარე ანგარიშებზე, მაისის მდგომარეობით, 2.1 მლრდ  ლარია და აქედან 90% უცხოურ ვალუტაშია.

ბანკების არარეზიდენტმა კლიენტებმა აპრილში, სულ, 2.1 მლრდ ლარის ადგილობრივი და უცხოური ვალუტა გაიტანეს. მ.შ. ლარით, 504 მილიონი.

არარეზიდენტების ტრანზაქციები კვლავ მაღალ ნიშნულზე ნარჩუნდება,  თუმცა სავალუტო ბრუნვა შემცირებულია. გასული წლის აპრილში 2 მლრდ ლარის განაღდებები მხოლოდ  უცხოურ  ვალუტაში აღინიშნებოდა.

ამასთან ანალიტიკოსების განმარტებით, აღნიშნული სტატისტიკა არ  გულისხმობს მთლიანი რესურსის მიმოქცევაში გაშვებას. უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა ნაწილი შესაძლოა გაანაღდეს. ნაწილი კი ვადიან საანაბრე ანგარიშზე ან სხვა ინსტრუმენტში გადაიტანეს.

სებ-ის ინტერაქტიული სტატისტიკა არარეზიდენტებს მოქალაქეობის მიხედვით არ აიდენტიფიცირებს. თუმცა სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ მესტვირიშვილმა ოთხშაბათის საპარლამენტო გამოსვლისას განაცხადა, რომ უმეტესობა დსთ-დანაა.

საქართველოს საბანკო სექტორში რუსეთის მოქალაქეების გაზრდილი დეპოზიტები გახდა ბანკებისთვის ლიკვიდობის მოთხოვნის 40%-დან 80%-მდე გამკაცრების საფუძველი. რადგან მსგავსი შემოდინებების არასტაბილურია და აღნიშნული არხით მოზიდული რესურსის დაკრედიტებისკენ მიმართვა მიზანშეუწონელი. 

(ბიზნესპარტნიორი)