თბილისი (GBC) - იპოთეკის განაკვეთმა კიდევ მოიმატა.
სებ-ის სტატისტიკით. მოკლე და საშუალო ვადიანი (1-დან 5 წლამდე) იპოთეკური სესხი შარშან ზაფხულს თუ 12 -12.4%-ად გაიცემოდა, წელს, აგვისტოს მდგომარეობით, საშუალოდ, 13.8% -ად მტკიცდება.
BRG-ის ინფორმაციით, გაძვირებულია სავალუტო იპოთეკაც. უძრავი ქონების შესაძენად თუ სარემონტოდ, ჰეჯირებულ მსესხებელს ხელი თუ შარშან 7%-7.4% -ად მიუწვდებოდა. აგვისტოს მდგომაროებით 10 წლამდე ვადიანობის იპოთეკის საშუალო განაკვეთი 8.2%-ით განისაზღვრება. მცირედით ნაკლებია - 7.95%, 10-15 წლიანი სესხის შემთხვევაში. თუმცა 2022 -ის შემოდგომიდან, სტანდარტულად აღარ გაიცემა.
როგორც იცით, ლარის იპოთეკა 10 წელზე მეტი ვადით გაიცემა. სავალუტო კი 10 წლამდე.
სავალუტო იპოთეკა 4-5 წლის წინ 4-6%-დაც მტკიცდებოდა, 2022 წლის გაზაფხულამდე. მას შემდეგ რეგულაციები რამდენიმე რაუნდად გამკაცრდა. განაკვეთზე გავლენა +3%-იანი დერეფანის გაიხსნამაც იმოქმედა. რეგულატორმა ბანკს მსესხებლის გადახდისუნარიანობის +3%-ით შეფასება დაავალდებულა.
მას შემდეგ რამდენჯერმე აიწია, სავალუტო იპოთეკის ზღვარმა. ამ დროისთვის და ჯერ ჯერობით, 750 000 ლარის ეკვივალენტიდან გაიცემა
სავალუტო იპოთეკა ზრდას (+9.1 Y.Y) ინარჩუნებს, თუმცა ტემპი შენელებულია (01.08.2024 - +13.3%Y.Y)ლარის პორტფელის ზრდაც შენელებულია, წლიური ზრდა +19.5%-ია , შარშან იყო +22.3%Y.Y.
მთლიანად, იპოთეკური სესხების პორტფელი, 01.08.2025-ის მდგომარეობით, 12.6 მლრდ ლარამდეა (01.08.2024 – 11.3 მლრდ)