თბილისი (GBC) – მიკრობანკი MBC-ის საცალო პორტფელში 5%-მდე ვადაგადაცილებული სესხებია. H1/2025-ის მდგომარეობით, ფიზიკურ პირებზე  8 575 ერთეული სესხია გაცემული.

ექსმისოს 58.7 მლნ ლარის საცალო პორტფელი აქვს. მთლიანი საკრედიტო დაბანდება, ნახევარწლიური ანგარიშით (H1/2025)  146.7 მლნ ლარია. ზარალში, 9 მლნ ლარის სესხებია ჩამოწერილი.

გასული წლის ანალოგიურ  პერიოდში, როცა MBC მიკროსაფინანსო ბაზარზე ოპერირებდა,107.2 მლნ ლარის პორტფელით იყო წარმოდგენილი (+37.4%Y.Y)

H1/2025-ისთვის, მიკრობანკს მილიონ ლარამდე დეპოზიტები (₾ 904 000) აქვს მოზიდული, რომლის 95.5% საცალო დეპოზიტარების სახსრებია.

მიკრობანკის  აქტივები 162 მლნ ლარია (L/y – 128.3 მლნ, + 26.6%Y.Y) და  მხოლოდ 3.8 მლნ ლარის ეკვივალენტია  უცხოურ ვალუტაში.

მიკრობანკის H1/2025-ის მოგება დაბეგვრის შემდეგ 4.7 მლნ ლარია  (L/y – 1.971 მლნ).

წყარო: BRG