თბილისი (GBC) - ბანკების ბიუჯეტში 0.5 მლრდ -ზე მეტს გადაიხდიან.

სექტორი 2024-ის მოგებიდან 2025 -ის ბიუჯეტში 570 მილიონს შეიტანს. ყველაზე მეტი, 270 მლნ-მდე საქართველოს ბანკს შეაქვს, 220 მლნ-მდე თიბისი. ჯამში სისტემური 2 ბანკის შენატანი 85%-ზე მეტია.  

ბანკები, როგორც იცით, გადასახადს გასული წლიდან, გაზრდილი, 20%-იანი განაკვეთით ისტუმრებენ. 2024 -ის კონსოლიდიორებული წმინდა მოგება 3.097 მლრდ ლარია, მოგება გადასახადი გადახდამდე კი 3.656 მლრდ -ს აღემატება.

სექტორი ბიუჯეტის მთავარი კონტრიბუტორია და ბანკებს, სხვა კომპანიების ანალოგიურად, მოგების გადახდის ვალდებულება წელში 4-ჯერ უდგება (ბალანსის ვადამდე შევსებაც არ იზღუდება). საგადასახადო კოდექსის თანახმად, 2024 წლის დეკლარაციის წარდგენის ვადა 2025 წლის 1 აპრილამდეა, 4-ად განაწილებული (25%+25%+25%+25%) მოგების გადასახადი არაუგვიანეს 15/05;15/07;15/09 და 15/12  სტუმრდება.

მომგებიანი ბანკების (13) კრებსითი მაჩვენებელი 3.1  მლრდ ლარია. ზარალზეა სილქბანკი, რომელიც ბიუჯეტში მოგების გადასახადს უკვე 6 წელია არ იხდის და 3 ციფრული ბანკი, (პეისერა, ჰეშ ბანკი, პეივ ბანკი), რომლებისთვისაც 2025 პირველი საბიუჯეტო წელია და ჯერ ვერაფერს შეიტანენ.

მოგებიდან, ბიუჯეტში,სხვა ბანკებთან ერთად გადაიხდის სანქცირებული ვითიბი, რომელსაც უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ საოპერაციო საქმიანობა შეჩერებული აქვს. რუსული ბანკის შვილობილის მოგება (გადასახადის გადახდამდე) 8.450 მლნ ლარია. 

ბანკები წმინდა მოგებით /2024

₾               

₾            

საქართველოს ბანკი

1 504 149

თიბისი  

1 206 387

ლიბერთი

103 988

ბაზისბანკი

78 492

კრედო

68 862

პროკრედიტ ბანკი

32 354

ქართუ

36 180

                         

 000 ₾   

                       

₾            

წყაროკომერციული ბანკები