საბანკო სექტორს ოქტომბერში წმინდა მოგება 258 მლნ ლარით გაეზარდა და პირველი ნოემბრისთვის 2.284 მლრდ ლარს გადააჭარბა. 250 მლნ ლარით ზრდა აღინიშნა სექტემბერშიც.
1.11.2023- ის მდგომარეობით, სექტორის მთლიანი აქტივები 76 მლრდ ლარამდეა. სისტემა უკვე 16 კომერციული ბანკით არის წარმოდგენილი. აქედან 2 ციფრული ბანკია "პეისერა" და "ჰეში".
"ჰეშმა" ლიცენზია ნოემბერში მიიღო და 2024 წლის ივნისამდე მხოლოდ სატესტო რეჟიმში იმუშავებს. რეალურ გარემოში საბანკო საქმიანობა ეზღუდება.
11m/2023-ის მდგომარეობით, საბანკო სექტორის კაპიტალი 11.7 მლრდ ლარამდეა გაზრდილი, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 15.4%-მდეა .
(ბიზნესპარტნიორი)