თბილისი (GBC) - დეპოზიტები წლიურად 18.5%-ით, 67.9 მლრდ ლარამდე გაიზარდა.

თებერვალში ვადიანი დეპოზიტები 500 მლნ-ით არის გაზრდილი (მთავრობის დეპოზიტების გარეშე) 29.8 მლრდ ლარამდე. მთავრობის დეპოზიტები 2.451 მლრდ ლარია.

სებ-ის სტატისტიკით, საანგარიშო თვეში მოთხოვნამდე დეპოზიტებმა ₾190.4 მლნ-ით დაიკლო.

საბანკო სექტორის ინფორმაციით, ლარის ანაბარზე სარგებელი შემცირებულია. ამ დროისთვის, 1-წლიანი ვადიანი დეპოზიტი (ვადის ბოლოს გატანის პირობით) თიბისიში 9.7%-ად, საქართველოს ბანკში, 9.5%-ად, ლიბერთიში 11%-ად თავსდება. 

სებ-ის ინფორმაციით, ვადიან დეპოზიტის სარგებელი (საშუალო წლიურმა შეწონილი) ლარში 9.14%, უცხოურ ვალუტაში 2.35%-ია. 

01.03.2026-ის მდგომარეობით, დეპოზიტების (მთავრობის დეპოზიტების გარეშე) ლარიზაციის კოეფიციენტი 53.6%-ია.

მთლიან პორტფელის (მთავრობის დეპოზიტების ჩათვლით) ლარიზაცია 54.03%-ია (+1.4%პ m.m). სავალუტო დეპოზიტებში აშშ დოლარის წილი 77.6%-ს, ევროსი 20.46%-ს შეადგენს.