თბილისი (GBC) - თიბისი ლიზინგი ნოემბრის $10 მლნ-მდე 3 -წლიანი ობლიგაციების ემისიაზე აცხადებს, 7-7.25%-ად.

სასეხო ფასიანი ქაღალდი წარმოადგენს არაუზრუნველყოფილ, არასუბორდინირებულ ვალდებულებას. ყველა ობლიგაციას აქვსთანაბარი, იდენტური სამართლებრივი სტატუსი, ერთმანეთთან გარკვეული უპირატესობის გარეშე.

განთავსების აგენტია თიბისი კაპიტალი. ემიტენტი (TBC ლიზინგი) ფლობს Fitch-ის Ratings - BB / პოზიტიური საკრედიტო პერსპექტივით

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოს ბოლო განახლებაზე თიბისი ლიზინგმა ამ კვირაში განაცხადა. Fitch -მა  გრძელვადიანი ემიტენტის დეფოლტის რეიტინგის (IDR) პერსპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურამდე გააუმჯობესა. ამასთანავე, სააგენტომ კომპანიის გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგი „BB“ დონეზე, ხოლო აქციონერის მხარდაჭერის რეიტინგი (SSR) „bb“ დონეზე დაადასტურა. რეიტინგის პოზიტიური პერსპექტივა თიბისი ლიზინგს უძლიერებს საკრედიტო პოზიციას.

ემიტენტი შეთავაზებიდან მიღებულ წმინდა სახსრებს სრულად გამოიყენებს სალიზინგო პორტფელის გასაზრდელად. 

სალიზინგო კომპანია გეგმავს  რამდენიმე ემისიით სულ 60 მლნ-მდე გამოშვებას

TBC ლიზინგის  ემისია 

ვალუტა აშშ დოლარი   
ნომინალი     ($) 1 000  
განაკვეთი     (%) [7.00%-7.25%]  
რაოდენობა   10 000 -მდე  
ღირებულება ($)  10 მლნ   
ვადა           (წელი)    3  
წყარო: ემიტენტი