თბილისი (GBC) - საკრედიტო აქტივობა გაზრდილია. კრედიტინფოს განახლებული ანგარიშით, მოთხოვნა გაზრდილია. ბანკის მსესხებელთა რაოდენობა მარტში 1.6 მლნ-ს მიახლოვდა. საანგარიშო თვეში მატებაა, თუმცა წლიურად ჯერ კიდევ კლებაა.

კრედიტინფოს ინფორმაციით, პირველი აპრილის მდგომარეობით, ბანკის სესხებზე ნაშთი 41 მლრდ ლარამდეა გაზრდილი. სალიზინგო კომპანიების პორტფელი კი 0.6 მლრდ ლარის ფარგლებშია.

როგორც იცით, კრედიტინფო 10 მლნ ლარამდე სესხებს აღრიცხავს. ბანკის გაცემული სესხებიდან 1-დან 3 წლამდე ვადაგადაცილებულ 72 000 მსესხებლის 82 სესხზე ნაშთი 590 მლნ ლარია.

კრედიტინფოს ბაზა ფულადი გზავნილებით მიღებული შემოსავლის საფუძველზე გაცემულ სესხებსაც მოიცავს. აპრილის მდგომარეობით, ბაზაში 8 მილიონზე მეტი გზავნილია, $4 მლრდ-ზე მეტი მოცულობით.

( ბიზნესპარტნიორი )