"3 მილიარდი დახარჯა ამ კაცმა, ამ ქვეყანაში, 3  მილიარდი, რას ითვლით ვის უთვლით, მეტი კითხვა არ გაგაჩნიათ, რამდენი დაგიხარჯავთ თქვენ, რამ გაგაბოროტათ"

თბილისი (GBC) – "3 მილირდი დახარჯა ამ კაცმა, ამ ქვეყანაში, 3  მილიარდი, რას ითვლით ვის უთვლით, მეტი კითხვა არ გაგაჩნიათ, რამდენი დაგიხარჯავთ თქვენ, რამ გაგაბოროტათ", -  ამ კონტრკითხვებით ჩაახშო კომიტეტის თავმჯდომარემ  ევროოპტიმისტის კითხვა.

რომან გოცირიძეს აინტერესებს, უნდა გატარდეს თუ არა რეესტრში ის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელშიც გადმორიცხავს ფულს საფრანგეთიდან, საფრანგეთის და საქართველო მოქალაქე ბიძინა ივანიშვილი.

ოპტიმისტს უპასუხეს, რომ არ იქნება ვალდებული, რადგან გადმომრიცხავი საქართველოს მოქალაქეცაა.

გოცირიძემ დეფინიციის დაზუსტება, "რუსული კანონის" მე-3 მუხლში ბუნდოვანი ჩანაწერის ნათლის მოსაფენად მოითხოვა. მან მოიხმო ამერიკული კანონმდებლობა (ფარა), სადაც განსხვავებული ჩანაწერია. ფარა–ში ასეთი ფიზიკური პირი უცხო ქვეყნის მოქალაქედ არის მოხსენიებული. 

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილის ხელმძღვანელობით, ორშაბათის სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მუხლობრივად დილიდან განიხილავს. კომიტეტის თავმჯდომარემ სხდომიდან 11 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები გააძევა. 

ინფორმაციის გამოქვეყნების მომენტისთვის კომიტეტზე კანონპროექტის მეხუთე მუხლს განიხილავენ.